სტატიები
სითხის შეკავების პრევენცია

საღამოობით აშკარად გემჩნევათ ფეხზე წინდების კვალი? თქვენი წონა საგრძნობლად გაიზარდა? გაწუხებთ შეშუპება, ცელულიტი, ან ჩანთები თვალების ქვეშ? ეს შეიძლება სხეულში ჭარბი სითხის დაგროვების ნიშანი იყოს. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი რომ გამოირიცხოს თირკმლის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემის, ან მეტაბოლური დარღვევები.

როგორ ვუშველოთ ორგანიზმში სითხის შეკავებას?

მიიღეთ მეტი ციტრუსი. ის შეშუპებისგან დაგიცავთ, თუმცა, ზოგიერთი არ მოიხმარს ალერგიულობის გამო. სასურველია, თუ ციტრუსს დაძინებამდე 4 საათით ადრე მიიღებთ.

სცადეთ კონტრასტული შხაპი. შხაპი კიდევ ერთი გამოსავალია წყლის შეკავების თავიდან ასაცილებლად. ნუ მიიღებთ მეტისმეტად ცხელ და ყინულოვან შხაპს. აირჩიეთ თბილი და ცივი ტემპერატურა. ასეთი რეჟიმი სისხლძარღვებისთვის იდეალურია.

ჩართეთ ცილები თქვენს რაციონში. წყლის შეკავების პროცესში ჯანსაღი დიეტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიიღეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი: ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი, ხაჭო და თევზი.

წყლის შეკავების თავიდან ასაცილებლად ... დალიეთ მეტი წყალი. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თუ სხეული წყლის ნაკლებობას განიცდის, პრევენციულ ზომებს იღებს და ცდილობს ორგანიზმში წყალი შეაკავოს. ეს წყლის ბალანსის დარღვევას იწვევს, რისი შედეგიც შეშუპებაა.

ჩაანაცვლეთ მარილი მწვანილითა და ნიორით. მარილის ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ჭარბი მარილი ყველაზე ხშირად ხდება წყლის შეკავების მიზეზი. თუ ცდილობთ საკვებს განსაკუთრებული გემო შესძინოთ, დაამატეთ მწვანილი და ნიორი.

მიიღეთ მაგნიუმით მდიდარი საკვები. ჩართეთ კვების რაციონში კაკაო, წიწიბურა, ნუში, ბრინჯი, ისპანახი, შვრიის ფანტელები და ავოკადო.

იყავით უფრო აქტიური - ცურვა, ველოსიპედი, ფეხით სიარული. ფეხების შეშუპების თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა დაკავდეთ სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით. შეარჩიეთ ისეთი საქმიანობა, რაც სახსრებს არ დატვირთავს. დღეში მინიმუმ 15 წუთით დაიწყეთ და ეს დრო თანდათან გაზარდეთ. შედეგს თავად ნახავთ.

გაიკეთეთ მასაჟი ყოველდღიურად. მშრალი ჯაგრისით ეს თავადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ. კანი ასე უფრო გლუვი გახდება და სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

უარი თქვით ტკბილეულზე. ჭარბი ნახშირწყლები შეშუპებას და შესაბამისად, ჭარბ წონას იწვევთ. სასურველია თუ ნამცხვრებსა და შოკოლადზე უარს იტყვით და მას კენკრით ჩაანაცვლებთ.

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO