სტატიები
თირკმლის დაავადების ნიშნები

თირკმელები სისხლიდან არასასურველ ნივთიერებებს ფილტრავს და შარდის ბუშტში გადააქვს. თუ თქვენ აღგენიშნებათ სახის, კიდურებისა და სახსრების შეშუპება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ უმკლავდება დაგროვილ ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს.

თირკმელების დაავადების ნიშნებია:

  • შარდვის პრობლემები;
  • გამონაყარი კანზე;
  • დაღლილობა და ანემია;
  • რესპირატორული დაავადებები და სუნთქვის გაძნელება;
  • პირის ღრუში, მეტალის გემოვნების შეგრძნება;
  • ტკივილი ზედა, უკანა წელის არეში;
  • თაბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა;

თუკი შარდვის დროს პატარა პრობლემა, ტკივილი და წვა გაქვთ, აუცილებლად მოახდინეთ რეაგირება და მიდით ექიმთან. იგივე ეხება შარდის ფერსაც. ქაფიანი, სისხლიანი ან ბუშტუკებიანი შარდის დროს ექიმის სასწრაფო ჩარევაა საჭირო.

თირკმელი ადამიანის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. თირკმელებში იწარმოება ჰორმონი, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას. შეეცადეთ, გაუფრთხილდეთ თირკმელებს:

  • ცივ ამინდში აუცილებლად თბილად ჩაიცვით;
  • შეეცადეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სუფთა წყალი დალიოთ. ეს თირკმეელბს ტოქსინებისგან და სხვა მეტაბოლური ნარჩენებისგან გაწმენდს. წყლის დალევისგან თავი შეიკავეთ ღამის განმავლობაში;
  • რაც შეიძლება მეტი იარეთ - უმოძრაო ცხოვრების წესი თირკმელებისთვის საზიანოა.
  • ყურადღება მიაქციეთ კვებას. ზომიერად მიიღეთ გაზიანი სასმელები, ყავა, ალკოჰოლი და მინერალური წყლები.

ნუ ატარებს სისტემატიურად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ამან შეიძლება მენჯის პოზიცია შეცვალოს.

მოერიდეთ ზედმეტად მოტკეცილ ტანსაცმელს. ისინი სისხლის მიმოქცევას ზღუდავენ.

თუ უკვე გაქვთ თირკმლის პრობლემები, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას. ამან შეიძლება ჯანმეთელობის გაუარესება გამოიწვიოს.

თირკმელების შემოწმება შესაძლებელია ექოსკოპიური კვლევის საშუალებით. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ ექოსკოპიური გამოკვლევისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO