სტატიები
პროდუქტები, რომელიც კანს ზიანს აყენებენ

კვების რაციონი კანის სიჯანსაღეზე ახდენს გავლენას. როგორც არ უნდა ცდილობდეთ სახის კანის მოვლას, არასწორად შერჩეული საკვები მაინც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს. ლამაზი კანისთვის კოპლექსური მიდგომაა საჭირო: უნდა მოუაროთ მას როგორც გარედან, ისე ,,შიგნიდანაც.’’ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კანის სიმშრალე, ფსორიაზი, ცხიმიანი კანი... ეს გადატვირთული ღვიძლის, დიეტის და გარემოში არსებული ტოქსინების შედეგია.

 ლამაზი და ჯანსაღი კანისთვის მინიმუმამდე უნდა მიიყვანოთ შემდეგი პროდუქტების მიღება:

გაზიანი სასმელები - ეს სასმელი იწვევს აკნეს. შესაბამისად, დერმატოლოგები მისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. ის საზიანოა არა მხოლოდ კანისთვის, არამედ, კბილებისა და ძვლებისთვის. უმჯობესია, როდესაც მოგწყურდებათ წყალი მიირთვათ.

ალკოჰოლი - თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება სხეულიდან სითხეს ათავისუფლებს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს. შესაბამისად, კანი ნაადრევად ბერდება.

მარილი - ის სახეს შეაშუპებს. ექიმები გვირჩევენ, მისი რაოდენობა შევამციროთ და გავზარდოთ რაციონში წყალი და კალიუმით მდიდარი საკვები.

აგავა - ის 97% ფრუქტოზას შეიცავს. იწვევს ღვიძლის და კანის დაავადებებს. შესაძლოა მისმა მოხმარებამ ეგზემამდე და აკნემდეც მიგიყვანოთ.

ყავა - ექიმები ამბობენ, რომ 2-3 ჭიქა ყავის მიღებით სტრესის ჰორმონის წარმოების სტიმულირება ხდება. გულისცემა ხშირდება, სუსტდება იმუნური სისტემა, ნელდება ნივთიერებათა ცვლა და ტვინის ფუნქციები.

კარტოფილის ჩიფსები - ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი საკვები ბევრ ტოქსიკურ და მავნე ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ის არა მარტო ასუქებს, არამედ ანელებს სისხლის მიმოქცევას, რაც აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

ცხარე საკვები - აკნე და სხვა ანთებითი დაავადებები სხეულში ჭარბი სითბოს ნიშანია. შესაბამისად, ცხარე საკვების ხშირად მიღებით შესაძლოა გამონაყარი გაჩნდეს.

ჯანსაღი კანისთვის თავი აარიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO