სტატიები
საკვერცხეების ტკივილი

საკვერცხეები ქალის სასქესო ჯირკვლებია, რომლებიც მცირე მენჯის ღრუშია განლაგებული. სწორედ აქ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება.

საკვერცხეების ტკივილი  ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ეს დისკომფორტი ზოგჯერ პაციენტებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცევა და მას დიდ ყურადღებას არ უთმობენ. პრობლემის გამწვავებამ კი შეიძლება უნაყოფობამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ, საკვერცხეების ტკივილზე აუცილებლად უნდა გაამახვილოთ სათანადო ყურადღება.

ანთებით ცვლილებებს ხშირად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იწვევს, რომლებიც საშოდან საშვილოსნოს ყელში, იქიდან კი საშვილოსნოში ვრცელდებიან.

მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებსს მკვეთრად გამოხატული ნიშნები არ გააჩნიათ. ძირითადად, ეს ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  •  ძლიერი, ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • ტკივილი საკვერცხეების არეში;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • გამონადენი საშოდან;
  • უსიამოვნო სუნი;
  • გარეთ სასქესო ორგანოების ქავილი და სხვა.

საკვერცხეების ტკივილი შესაძლოა სხვა ორგანოების დარღვევებითაც იყოს გამოწვეული. მაგალითად: მწვავე აპენდიციტი, შარდის ბუშტის ან სწორი ნაწლავის დაავადება. საკვერცხეების ტკივილი შესაძლოა ჰორმონალურ დაღვევებთანაც იყოს დაკავშირებული.

როგორ მოვიქცეთ დაავადების პრევენციისთვის?

  • დაიცავით ჰიგიენა; განსაკუთრებით, მენსტრუალური ციკლის დროს.
  • ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენურ საშუალებებს (საპონი, ტანის გელი და ა.შ.);
  • შეეცადეთ, არ გაცივდეთ- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზამთარში.

ყურადღებით იყავით დაავადებების სიმპტომებთან. ნებისმიერი დისკომფორტის დროს მიმართეთ სპეციალისტს და ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევა.

ექიმები გვირჩევენ, რომ წელიწადში ორჯერ ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა, რათა დაავადების ფარული მიმდინარეობა არ გამოგრჩეთ. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების გუნდი გემსახურებათ. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვირეკეთ: 2 29 00 66; 2 29 47 47.

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO