სტატიები
რჩევები - როგორ აღვიდგინოთ წყლის ბალანსი

ადამიანები, გაცილებით ცოტა წყალს სვამენ, ვიდრე მათ ორგანიზმს სჭირდება. საჭირო წყლის რაოდენობა ადამიანის სიმაღლეზე, წონაზე, დატვირთვის დონესა და სხვა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, 1.5 ლიტრი მაინც თითოეულ მათგანს ესაჭიროება.

ყველამ კარგად იცის, რომ წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უმრავლესობა მაინც ვერ იღებს მას საკმარისი რაოდენობით. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრის დალევა მოახერხოთ?

სასურველია, თუ წყლის დალევას ჩვევაში გადაიყვანთ. ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას. წყალი ისედაც უნდა მიიღოთ.

წესად შემოიღეთ ტუალეტიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ  ერთი ჭიქა წყლის დალევა;

დალიეთ წყალი ყოველთვის საკვების მიღების წინ. ეს კუჭ-ნაწლავისთვისაც სასარგებლოა. თანაც ზედმეტი საკვების მიღებისგანაც დაგიცავთ.

შეგიძლიათ, გადმოწეროთ აპლიკაცია, სადაც თქვენს მიერ დალეული წყლის რაოდენობას აღრიცხავთ. ამით თქვენს პროგრესს დააკვირდებით და შეიძლება, სახალისოდაც მოგეჩვენოთ.

 შეეცადეთ, როდესაც რაიმე გაზიანი სასმელის დალევის სურვილი მოგინდებათ, თქვენი სურვილი დათრგუნოთ და ჭიქა წყლით ჩაანაცვლოთ. ასე მეტ წყალსაც დალევთ და ორგანიზმს მავნე სასმელისგანაც დაიცავთ. გაზიანი სასმელები წყურვილს მხოლოდ დროებით კლავენ. შემდეგ კიდევ უფრო მოგწყურდებათ. თანაც, საკმაოდ კალორიულია.

 სახლში, ოფისი და ყველგან თან იქონიეთ წყალი. ნებისმიერ დროს რომ მარტივად შეგეძლოთ დალევა და მოტანა არ დაგეზაროთ. შეგიძლიათ პატარა ბოთლი სულ თან ატაროთ.

 უპირატესობა წყლით მდიდარ საკვებს მიანიჭეთ: კიტრი, საზამთრო, გრეიფუტი და ა.შ.

 წყალი დაიდგით საწოლთანაც. გაღვიძებისთანავე წყლის დალევა ბალანსსაც შეგინარჩუნებთ და თან სასარგებლოცაა.

წყალი ზამთარშიც ისეთივე აუცილებელია, როგორც ზაფხულში. ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას!

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO