სტატიები
რატომ უნდა დალიოთ რძე

რძის დალევას ადამიანი სულ პატარაობიდან იწყებს, თუმცა, რაც დრო გადის სულ უფრო იშვიათად იღებს ამ პროდუქტს.  რძე ადამიანს ნებისმიერ ასაკში სჭირდება. ის ვიტამინების და ნუტრიენტების წყაროა. კიდევ რა დადებითი თვისებები გააჩნია რძეს?

რძე კანს აგლუვებს.

კლეოპატრა რძის აბაზანებს ამ მიზნით იღებდა. თუმცა, შეგიძლიათ, აბაზანის ნაცვლად ჭიქა რძე მიირთვათ და რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე ეფექტს მიიღებთ. მასში შემავალი ამინომჟავები ხელს უწყობენ კანის დატენიანებას. მას ანტიოქსიდანტური თვისებებიც გააჩნია და კანს დაზიანებისგან იცავს. თუმცა, დარწმუნდით, რომ პირიქით, რძეზე უარყოფითი რეაქცია არ გაქვთ.

ჯანმრთელი ძვლები და კბილები

რძე კალციუმის წყაროა, რაც ძვლებისთვის აუცილებელი კომპონენტია. კალციუმის ბალანსის შევსება უფროსებსაც ძალიან სჭირდებათ. ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს თქვენს კბილებზე. იმისთვის, რომ კალციუმი ორგანიზმმა შეიწოვოს, D ვიტამინიც დაგჭირდებათ.

კუნთები

რძის ცილა ხელს უწყობს კუნთების აღდგენას. ვარჯიშის შემდეგ რძის დალევა ენერგიას შეგმატებთ და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

წონაში კლება

კვლევებმა აჩვენა, რომ ის ქალები, რომლებიც უცხიმო, ან თუნდაც, ცხიმიან რძეს სვამდნენ, უფრო მარტივად იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ამ პროდუქტს რაციონიდან იღებდა. ის ჯანსაღი პროდუქტია და თამამად შეგიძლიათ დღის განმავლობაში ერთი ჭიქა მიირთვათ.

ნაკლები სტრესი

თბილი რძე დაძაბულ კუნთებს და ნერვებს მოადუნებს. ის ზრდის ენერგიას. სტრესისგან გასათავისუფლებლად შეგიძლიათ ჭიქა რძე მიირთვათ.

ჯანმრთელი სხეული

მასში შემავალი A და B ვიტამინები ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. აგრეთვე, ის ხელს უწყობს ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკებს.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO