სტატიები
როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა?

ნივთიერებათა ცვლა ქიმიური რეაქციების ერთობლიობაა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს.  ეს არის მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გადაქცევის პროცესი. კარგი ფორმების შენარჩუნება ყველაზე ძნელია შენელებული მეტაბოლიზმის დონის შემთხვევაში. ოდნავ მეტი საკვების მიღებაც საკმარისია ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად. საკვების გადამუშავების პროცესები ორგანიზმში ძალიან ნელა მიმდინარეობს და შედეგი ჭარბი წონაა. ასეთ  დროს ვარჯიში, დიეტა და ნებისმიერი სხვა ძალისხმევა თითქმის ფუჭია. როგორ უნდა მოვიქცეთ რომ ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ?  

როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა?

ქვემოთ მოცემული რჩევები ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაში დაგეხმარებათ.

ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოიმატებს ან დაიკლებს ადამიანი წონაში. როგორც კვლევებმა აჩვენა, შეგვიძლია მეტაბოლური კურსი თავად ვაკონტროლოთ. სასურველია, ნივთიერებათა ცვლის პროცესი არ შენელდეს. ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს:

ძილი ღამეში 7-8 საათის განმავლობაში - ძილის დეფიციტი ნივთიერებათა ცვლას ანელებს;

ფიზიკური აქტივობის ზრდა - თუ სამსახურში ძირითადად უმოძრაოდ გიწევთ ყოფნა, აუცილებლად დაიწყეთ ვარჯიში;

მწვანე ჩაი - მეცნიერება დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაი მეტაბოლურ პროცესზე დადებითად მოქმედებს;

სითხის დიდი რაოდენობით მიღება - გარდა იმისა, რომ დილით აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები, სასურველია, დღის განმავლობაში ორგანიზმს წყალი არ მოაკლოთ.

ყავა - დღეში ერთი ფინჯანი ყავაც ორგანიზმსითვის სასარგებლოა. სასურველია, საღამოს საათებში კოფეინის მიღებისგან თავი შეიკავოთ.

სიცილი - მხოლოდ 10 წუთიანი სიცილისას ორგანიზმში საკმაოდ დიდი რაოდენობით კალორია იწვება.

სწორი კვება - მეტი ხილი და ბოსტნეული. ნაკლები - ცხიმიანი საკვები და შაქარი. დღის განმავლობაში 5-ჯერ მაინც უნდა იკვებოთ. ეს ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO