სტატიები
ტკივილი სექსის დროს

ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, ტკივილი სექსის დროს... ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მამაკაცებს აწუხებთ. სამწუხაროდ, ისინი ძალიან გვიან აღიარებენ ამ პრობლემებს და შესაბამისად, დაავადების უკვე გამწვევებული ფორმით მიმართავენ სპეციალისტს

დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს - რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ის შეიძლება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორებით იყოს გამოწვეული. როგორც წესი, მტკივნეული სექსი ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ფსიქოლოგიური ტკივილი ინტიმური აქტისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ბრალია.  ასეთი დამოკიდებულებით, ცხადია, აღგზნების დონეც ძალიან დაბალი იქნება და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს.  ეს შეიძლება იყოს: დეფლორაციის შიში, ვაგინიზმი (განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველი სიახლოვე წარუმატებელი იყო), ანთება, ვაგინალური სიმშრალე და სხვა.

თუმცა, მტკივნეული სექსი ხშირად მამაკაცებისთვისაც დამახასიათებელია. ასეთ თემებზე საუბარი მამრობით სქესს უფრო უჭირს. რეალურად კი, მათი იგნორირება დაუშვებელია.

ტკივილის ფიზიკური მიზეზი სხვადასხვა ქრონიკული თუ ანთებითი დაავადებებია. მიზეზი  შეიძლება იყოს:

  • კიბო,
  • პეირონის დაავადება,
  • კანის დაავადებები,
  • ვენერიული დაავადებები; 
  • ტრავმა,
  • ურეთრიტი;
  • ჰერპესი,
  • წინამდებარე ჯირკვლის ანთება;
  • ასოს მიმდებარე ნერვული ღეროების დაზიანება და სხვა.

დაუშვებელია თვითმკურნალობა. ნებისმიერი სახის ტკივილი, რომელიც თქვენს სასქესო ორგანოს უკავშირდება, შეიძლება რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომიც იყოს.

როგორ უნდა მოიქცეთ პროფილაქტიკის მიზნით? - დაიცავით თავი – გამოიყენეთ პრეზერვატივი და მოერიდეთ პარტნიორების ცვლას. ფიზიკურად იაქტიურეთ – ეს მაქსიმალურად შეამცირებს ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაიცავით ჰიგიენის წესები-. რეგულარულად იბანეთ პენისი წყლითა და საპნით.

ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები წელიწადში ერთხელ მაინც. ამ სიმპტომის შენიშვნისთანავე კი მიმართეთ ექიმს!

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ უროლოგთან კონსულტაცია შესაძლებელია ყოველ დღე კვირის გარდა. ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO