სტატიები
პნევმონიის ნიშნები

ფილტვები ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვან ფუნქციას ასრულებს: ეს სუნთქვაა. ისინი ორგანიზმში ჟანგბადს ავრცელებენ და სხეულისგან ნახშირბადის დიოქსიდს განდევნიან.

პნევმონია ერთი ან ორივე ფილტვის ინფექციაა. ეს დაავადება ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. განსაკუთრებით, ხანდაზმულებსა და ბავშვებში. პნევმონიამ შეიძლება ჯანმრთელობის სხვასხვა პრობლემა გამოიწვიოს. ეს დაავადება ადამიანის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს, რადგან:

  • ორგანიზმში მცირდება ჟანგბადის ოდენობა;
  • მასში გროვდება ნახშირორჟანგი.

რა იწვევს პნევმონიას?

მიკრობები, ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები პნევმონიას იწვევენ. ისინი შეიძლება განვითარდნენ შემდეგი გზებით:

  • ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც პირის ან ცხვირის ღრუში წარმოიქმნება და ფილტვებისკენ გადაადგილდება;
  • მიკროების ინჰალაციით;
  • გრიპის გართულებების შედეგად;
  • სოკოვანი ინფექციებისგან.

პნევმონიის სიმპტომები

შემცივნება - ჩვეულებრივ, პნევმონიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია. ის დღეში რამდენიმეჯერ მეორდება და ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გრძელდება.

ცხელება და ხველა - ტემპერატურა შეიძლება 40 ° C-მდეც ავიდეს. ამ სიმპტომებს შეიძლება წინ უძღვოდეს ყელის ინფექცია .

სუნთქვის პრობლემები  - სუნთქვის პრობლემები იქმნება ჟანგბადის ნაკლებობის გამო.  უკვე დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს: კიბეებზე ასვლა, სწრაფად სიარული, მძიმე ნივთების აწევა. ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი,  ზედაპირული სუნთქვა.

ტკივილი სუნთქვისას - პნევმონიით დაავადებული ადამიანები, ჩვეულებრივ, სუნთქვის დროს ტკივილს განიცდიან. ტკივილი შეიძლება გამოწვიული იყოს ანთებითი პლევრიტისგან.

კიდურების გაშეშება და ფერის შეცვლა - სხეულში ჟანგბადის ნაკლებობა სიცივეს და გაშეშებას იწვევს. ეს შეიძლება შენიშნოთ შემდეგ ადგილებში: ტუჩები, ენა, კიდურები, თითები, ცხვირი. ზოგიერთ შემთხვევაში ლურჯდება თვალების არეც კი.

ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ზოგადი ტკივილი, დაბნეულობა, გადაჭარბებული ოფლიანობა, წებოვანი კანი, ენერგიის ნაკლებობა და დაღლილობა.

თუ ამ სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღგენიშნებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO