სტატიები
სამედიცინო მითები

მითი N1 : გაპარსვის შემდეგ თმა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო სქელი და მუქი ამოდის.

ეს მართალი არაა. თმა შედარებით მუქი  იმიტომაა, რომ მზის სხივების გავლენა ჯერ არ განუცდია. თუ აღარ გაიპარსავთ, ისინიც გაღიავდებიან. რაც შეეხება სიხშირეს და სისქეს, ეს ინდივიდუალურია და თითოეულ ადამიანზე სხვადასხვა შედეგი გვაქვს.

მითი N2: დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ.

საჭირო წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის სიმაღლესა და წონაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და კლიმატზე. ასე რომ, წყლის საჭირო რაოდენობა მხოლოდ ჭიქების რიცხვით არ განისაზღვრება.

მითი N3: ფრჩხილები და თმა სიკვდილის შემდეგაც იზრდება.

სინამდვილეში ადამიანის კანი სიკვდილის შემდეგ წყლის ნაკლებობას განიცდის და მისი ფართობი მნიშვნელოვნად მცირდება. სწორედ ამის გამო ჩანს თმა და ფრჩხილები შედარებით გრძელი.

მითი N4: ჩვენი ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ.

ეს არც ერთი კვლევით არ დადასტურებულა. ტვინის ყველა ნეირონი და უჯრედი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს.

მითი N5: სიბნელეში კითხვა მხედველობას აუარესებს.

დღემდე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩვენი მხედველობა ნაკლებად განათებულ ადგილას კითხვის დროს უარესდება. შესაძლოა, სინათლეზე გასვლისას რაღაც პერიოდი ოდნავ ცუდად ხედავდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად აღდგება. მხედველობის გაუარესება სხვა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული.

მითი N6: როცა მუცელი ცარიელია, ადამიანი შიმშილს განიცდის

რეალურად ადამიანს შიმშილის გრძნობა მაშინ უჩნდება, როდესაც სისხლში საკმარისი რაოდენობით არაა საკვები ნივთიერებები. ეს სიგნალი ტვინს გადაეცემა და ორგანიზმში განგაში იწყება. შესაძლებელია დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი გქონდეთ ნაჭამი და შიმშილის გრძნობა მაინც არ გაწუხებდეთ. განსაკუთრებით, თუ სიცხე გაქვთ და თავს სუსტად გრძნობთ. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO