სტატიები
როგორ მოქმედებს ორგანიზმზე სხვადასხვა სასმელი

ყველამ კარგად იცის, რომ წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო სასმელია. თუმცა, სხვა სასმელებიც არანაკლებ პოპულარულია. როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე?

წყალი - ის ჩართულია ყველა სასიცოცხლო პროცესში და ყველა ორგანოსთვის აუცილებელია.

რძე - მასში დიდი რაოდენობითაა სასარგებლო ელემენტები, თუმცა ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ იღებს ლაქტოზას და ზოგიერთ შემთხვევაში მას კუჭის ტკივილი, გულისრევა, დიარეა ან შეკრულობა შეუძლია გამოიწვიოს.

ჩაი - ის შეიცავს კოფეინს და ხელს უწყობს რკინის, თუთიის და კალციუმის შეწოვას. კარგი იქნება, თუ საკვების მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ დალევთ. მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა.

ყავა - სასარგებლოა დაბალი არტერიული წნევის ადამიანებისთვის. სუსტი გულის და სისხლძარღვების მქონე პირებისთვის შეიძლება საზიანო იყოს. არაა რეკომენდირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

წვენები - ითვლება რომ სასარგებლოა, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თანაც ისინი შაქარს შეიცავენ. ყველაზე სასარგებლო ახლადგამოწურული წვენებია, რომელსაც უკუჩვენება მხოლოდ მაღალი მჟავიანობის დროს ახასიათებთ.

ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე იმაზე ცუდად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გაზიანი, ალკოჰოლის შემცველი სასმელი. ეს, რა თქმა უნდა, სიახლე არ არის და ყველამ თუ არა, უმრავლესობამ ვიცით, რომ, შემადგენლობის გამო, ენერგეტიკული სასმელი სწრაფ დამოკიდებულებასაც იწვევს. გარდა ამისა, მკვლევარებმა, რომლებიც კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებსა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები აორმაგებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და მის მოხმარებას.

მინერალური წყალი - ის ჯანმრთელმა ადამიანმაც კი ზომიერად უნდა სვას, რადგან შესაძლოა მარილმა და სხვა ნივთიერებებმა უკუჩვენება გამოიწვიოს.

ალკოჰოლი - მცირე დოზით სასარგებლოა ცოტა არაყი და ჭიქა წითელი ღვინო. სხვა შემთხვევაში მას ღვიძლის და ტვინის პათოლოგიების გამოწვევა შეუძლია.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO