სტატიები
საჭირო რჩევები - როგორ დავიტენიანოთ კანი

კანის დატენიანება იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე გვგონია. მასზეა დამოკიდებული ადამიანის გარეგნობა და ზოგადად, ვიზუალური დაბერების პროცესი.

მშრალი კანის შედეგები არა მხოლოდ გარეგნობაზე აისახება, არამედ, ემოციურ პრობლემებსაც გამოიწვევს. ეს გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე და დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ. დაბალი თვითშეფასება კი შრომის ნაყოფიერებაზეც კი უარყოფითად მოქმედებს.

როგორ დაიტენიანოთ კანი?

ყველაზე მარტივი, აუცილებელი და ეფექტური საშუალებაა დიდი რაოდენობით წყლის დალევა. ერთი შეხედვით ეს მარტივი ჩანს. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანი თუ იღებს წყალს საკმარისი რაოდენობით. წყალი უნდა სვათ მაშინაც კი, თუ წყურვილის გრძნობა არ გაწუხებთ. დღეში ყველაზე მინიმალური აუცილებელი რაოდენობა 1,5 ლიტრია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მიიღოთ წყალი (!) და არა წვენი, ჩაი, ან მინერალური სასმელი.

საფუძვლიანად გაიწმინდეთ კანი კვირაში ორჯერ.  ხანდახან ფორები ზეთისა და ჭუჭყისგან იკეტება. ისინი კანში წყლის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შესვლას უშლიან ხელს. სუფთა კანი რეგენერაციას უფრო მარტივად ახდენს. სახის კანის გაწმენდა მარტივად შეგიძლიათ ბუნებრივი, ხალხური, ნატურალური პროდუქტებით, რომელიც არც კანს დააზიანებს და თან მას სუნთქვის საშუალებას მისცემს.

ფრთხილად იყავით მაკიაჟთან. ზოგიერთი ადამიანი იმდენად დამოკიდებულია კოსმეტიკაზე, რომ მის გარეშე ვერ ძლებს. გრძელვადიან პერიოდში ის კანს მაინც აზიანებს. პარფიუმერიის მოჭარბებულად გამოყენება კანს აშრობს. საუკეთესო ვარიანტია, თუ მაკიაჟს მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გაიკეთებთ. თუ მასზე უარს ვერ ამბობთ, მაშინ სასურევლია, თუ კვირაში ორჯერ მაკიაჟზე სრულიად იტყვით უარს. ეს ცვლილება თქვენს კანს ნამდვილად დაემჩნევა.

გამოიყენეთ მატონიზირებელი საშუალებები. კანს საჭირო ვიტამინები და ნუტრიენტები ძალიან სჭირდება. პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ სინთეზურად დამზადებული, ან ბუნებრივი პროდუქტი. ასე რომ, შეეცადეთ, კანი სხვადასხვა გზით დაიტენიანოთ.

კოსმეტოლოგიური პროცედურებიდან შესანიშნავი საშუალებაა პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია. ისინი სრულიად უსაფრთხო პროცედურებია და მათი გაკეთება 18-20 წლის ასაკიდანაა მიზანშეწონილი.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კოსმეტოლოგთან კონსულტაცია უფასოა. ჩაეწერეთ წინასწარ და სპეციალისტის დახმარებით შეარჩიეთ სასურველი პროცედურა თქვენი კანისთვის.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO