სტატიები
მითები ორსულობაზე

ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. მასზე უამრავი სტერეოტიპი არსებობს, რისიც ქალებს სჯერათ. რომელ მითებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ორსულობის დროს?

ორსული ორის ნაცვლად უნდა იკვებოს

სამედიცინო კვლევებით დამტკიცდა, რომ თუ ქალი ჯანმრთელია და ნორმალურად იწონის, დამატებითი კალორიებით, მით უმეტეს, პირველ ტრიმესტრში არ ესაჭიროება. ოდნავ მეტი (დაახლოებით, 340 კალორია) შეიძლება დასჭირდეს მეორე ტრიმესტრში და მესამეში - 4520 კალორიით მეტი. ეს კალორიები რძის, თხილი და ზოგადად, ცილის ხარჯზე უნდა მოიმატოს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღ კვებას და ნაკლები - მის რაოდენობას.

უმჯობესია, ქალმა შვილი 30 წლამდე  გააჩინოს.

თუ 30 წლის ქალი თავს კარგად უვლის, სწორად იკვებება, ვარჯიშობს და იტარებს სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, არანაირი პრობლემა არ ემუქრება. მისი დაორსულების ალბათობა არ შემცირდება და არც ორსულობის პერიოდში არსეობობს გართულების რისკი. მედიცინის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები ნებისმიერ ასაკში გაძლევთ საშუალებას თქვენი ორსულობა ჯანსაღად წარიმართოს. უფრო მეტიც, 30 წლის შემდეგ ქალი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზადაა შვილის გასაჩენად. ზოგიერთი ექიმი ფიქრობს, რომ შვილის გაჩენისთვის იდეალური დრო 20-30 წელია, თუმცა, ზოგიერთი არ ეთანხმება და საუკეთესო პერიოდად 34-35 წელს ასახელებს. ასე რომ, მთავარია, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ.

ვარჯიში, ცურვა, ლაშქრობა და ასეთი აქტივობები ორსულობის პერიოდში მისაღები არაა.

ესეც მითია! თუ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, რეგულარული ვარჯიში ძალიან სასარგებლოა მისთვის და მისი პატარისთვის. სპორტი კარგი ფორმის და განწყობის შენარჩუნებაში გეხმარებათ.  სპორტი ქალს უფრო ძლიერს და ელასტიურს გახდის.  თუმცა, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციის გავლა, სანამ ინტენსიურ ვარჯიშს დაიწყებთ. სასურველია, თუ დატვირთვის დონეს სპეციალისტთან შეათანხმებთ.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ გინეკოლოგთან კონსულტაცია შესაძლებელია ყოველ დღე კვირის გარდა. ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO