სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ კომპიუტერთან მუშაობისას

დაკვირვებიხართ ოდესმე თქვენს ჩვევებს და მანერებს? უმეტეს მათგანს გაუცნობიერებლად, მექანიკურად ასრულებთ. ზოგიერთი კი თქვენს გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მაგალითად:

კომპიუტერთან ჯდომისას ეხებით თქვენს სახეს. ადამიანები დღეს უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან. შესაძლოა ხელს ნიკაპით დაეყრდნოთ, რაიმეს კითხვისას. ეს სისხლის ცირკულაციას აფერხებს. შეიძლება გაგიჩნდეთ ორმაგი ღაბაბი. კანი კი ჩვეულებრივზე სწრაფად ბერდება. განსაკუთრებით საზიანოა ჭუჭყიანი ხელით სახის კანზე შეხება. ხელი კი თითქმის ყოველთვის ჭუჭყიანია, თუ სულ ცოტა  ხნის წინ არ დაიბანეთ. ასეთი შეხება იწვევს კანის გაღიზიანებას, აკნეს, შავ წერტილებს და ჰერპესსაც კი.

თქვენი ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის აუცილებელია შესვენება. კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა განსაკუთრებით თქვენს თვალებს ვნებს. BBC-ს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ხანგრძლივი სამუშაო საათები ასაკის მიუხედავად თანაბრად იწვევს სტრესს და დაღლილობას. ეს კი თქვენს ჯანმრთელობაზე აუცილებლად აისახება უარყოფითად. თანდათან ეს ქრონიკულ სტრესში გადაიზრდება. სასურველია, თუ ყოველ 50-90 წუთში ერთხელ 10 წუთით მაინც შეისვენებთ.

კომპიუტერის ეკრანიდან 70სმ-ის მოშორებით მაინც უნდა იჯდეთ. უფრო ახლოს თვალები მეტად იტვირთება. რაც უფრო პატარაა ეკრანი,  მით უფრო ახლოს ჯდომის მოთხოვნილება აქვს ადამიანს. ასეთი ჩვევა ხშირად ლეპტოპების გამო ჩნდება.

კომპიუტერთან ჯდომისას ოთახში სუსტი განათება თვალების გადაღლას და თავის ტკივილს იწვევს.

რა დაავადებები შეიძლება გაჩნდეს კომპიუტერთან დიდხანს ჯდომით?

დიდხანს ჯდომა გავლენას ახდენს შემდეგ დაავადებებზე:

  • დიაბეტი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სიმსუქნე;
  • სიმსივნე;

კომპიუტერთან ჯდომისას აუცილებლად შეინარჩუნეთ, სწორი, გამართული პოზა. ნუ მოიხრებით, ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე. ამან შეიძლება ძვალ-სახსროვანი დაავადებები გამოიწვიოს.

გადაღლილობას, უძილობას და სტრესს იმუნიტეტის დაქვეითებამდე მივყავართ. გვიანობამდე ნუ იმუშავებთ. შეეცადეთ 8 საათი მაინც იძინოთ სრულყოფილად. დღის განმავლობაში მცირედით მაინც დაიტვირთეთ ფიზიკურად. ასე სისხლის მიმოქცევას გაიუმჯობესებთ. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO