სტატიები
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია


ენდიმეტრიუმის ჰიპერპლაზია არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური პროცესი გინეკოლოგიაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს რეპროდუქციულ და უფროსი ასაკის ქალებში. დაავადების ძირითადი მიზეზია ჰორმონალური დარღვევების ფონზე გაზრდილი ესტროგენის დონე სისხლში. ამის საფუძველზე ხდება გადაჭარბებული ენდომეტრიუმის პროლიფერაცია, რომელმაც შესაძლოა  დიდი ალბათობით გამოიწვიოს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების ეფექტური და დროული მკურნალობა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ასეთი შედეგები.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია პირველ რიგში ასაკზე, რომლის დროსაც ქალს გაუჩნდა პათოლოგია. მკურნალობის მიზანია სისხლდენის შეჩერება, მენსტუალური ფუნქციის აღდგენა  რეპროდუქციული ასაკის ქალებში. დროული მკურნალობ ძალიან მნიშვნელოვანია რადგან მცირე პროცენტული მაჩვენებლებით შესაძლებელია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესები იყოს ავთვისებიანი.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების რეპროდუქციულ ასაკში მკურნალობისას, პირველ რიგში უნდა განხორციელდეს პაციენტის ჰისტეროსკოპია და ჰისტოლოგიური გამოკვლევა, რის შემდეგაც ინიშნება ჰორმონალური თერაპია. მორეციდივე ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების ენდომეტრია საჭიროებს ჩატარდეს დამატებით დიაგნოსტიკა რათა გამოირიცხოს ჰორმონალური-აქტიური საკვერცხის პროცესი, რის შემდეგაც ჰორმონალური თერაპია შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდი დოზის პრეპარატებით. იმ შემთხვევაში თუ ჰორმონალური თერაპია უშედეგო აღმოჩნდება, შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების პერიმენოპაუზის დროს მკურნალობისას პირველ რიგში, ჰისტეროსკოპია არის საჭირო. ამის შემდგომ უნდა შეირჩეს მკურნალობის სქემა. თუ ქალს სურს შეინარჩუნოს მენსტრუალური ფუნქცია - ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ჰორმონალური თერაპიის სქემის შერჩევა.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების პოსტმენოპაუზის დროს, უნდა შეირჩეს ჰორმონალური თერაპია. თუ პაციენტს აქვს აბსოლუტური უკუჩვენებები უნდა ჩაიტაროს ჰისტერექტომია. დასაშვებია დაინიშნოს ჰორმონალური თერაპია და ჩაიტაროთ ენდომეტრიული აბლაცია.

ყოველგვარი დისფუნქცია ყურადღებას მოითხოვს. გინეკოლოგთან ვიზიტისთვის სასქესო ორგანოებიდან გამონადენი საკმარისი მიზეზია. ზოგიერთი საშიში დაავადება არანაირ სიმპტომებს არ იწვევს, ამიტომ, წელიწადში ერთხელ მიმართეთ სპეციალისტს რათა დარწმუნდეთ რომ  ნამდვილად ჯანმრთელი ხართ.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’  გამოცდილ, მაღალკვალიფიციურ გინეკოლოგებთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ყოველ დღე კვირის გარდა. კონსულტაციისთვის უნდა ჩაეწეროთ წინასწარ : 2 29 00 66; 2 29 47 47.

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO