სტატიები
საკვერცხის კიბო

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადება ქალებში საკვერცხეების კიბოა. სიკვდილიანობის მხრივ ეს დაავადება პირველ ადგილზე დგას. მიზეზი ისევ და ისევ დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენაა.

ყველაზე მეტად ეს დაავადება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაშია გავრცელებული. არსებობს მისთვის დამახასიათებელი 7 სიმპტომი, რომელიც არც ერთმა ქალმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. ქალების 50% დიაგნოზს დაავადებიდან, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ იგებს.

ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. თუმცა, ყველაზე მეტად დამახასიათებელია 50 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის. საკვერცხეების კიბოს რისკის ქვეშ უფრო მეტად თეთრკანიანი ქალები არიან. სტატისტიკის მიხედვით აფრო-ამერიკელი და აზიელი ქალები ამ დაავადებით ნაკლებად იტანჯებიან.

კვლევების შედეგად დაადგინეს ქალების კატეგორიები, რომლებიც უფრო მეტად დგანან საკვერცხეების კიბოთი დაავადების საფრთხის ქვეშ.

  • ქალები, რომლებიც არასდროს ყოფილან ორსულად;
  • თეთრკანიანი ქალები (განსაკუთრებით, ჩრ. ევროპაში მცხოვრები);
  • 50 წელს გადაცილებული ქალები;
  • ქალები, რომელთა ნათესავებსაც ჰქონიათ მკერდის, საკვერცხის, პროსტატის, ან სხვა სახის სიმსივნე;
  • ქალები, რომლებსაც თავად აქვთ მკერდის კიბო;
  • ქალები, რომელთა პირველი ხარისხის ნათესავს (დედას, დას, შვილს) აქვს საკვერცხის კიბო;

რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს?

  • ტკივილი სექსის დროს;
  • ვაგინალური სისხლდენა;
  • კუჭის აშლილობა;
  • მუცლის შებერილობა;
  • გულძმარვა;
  • ტკივლი წელის არეში;
  • გახშირებული შარდვა;
  • წონაში კლება;
  • ღებინება;

საკვერცხის კიბოს მკურნალობისას, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას იყენებენ.

ექიმები გვირჩევენ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩავიტაროთ, რათა დაავადების ფარული პროგრესი არ გამოგეპაროთ.. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ გინეკოლოგთან ვიზიტი შესაძლებელია ყოველ დღე კვირის გარდა.

კონსულტაციაზე ჩასაწერად წინასწარ დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 2 29 00 66; 2 29 47 47. ან მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO