სტატიები
ვაშლის წვენის სასარგებლო თვისებები

ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. მისი წვენის გაკეთებაც ძალიან მარტივია და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ.

რა სარგებლობა მოაქვს ვაშლის წვენს თქვენი ჯანმრთელობისთვის?

ეს ხილი გაძლევთ პროტეინებს და ვიტამინებ C და E-ს ამავდროულად მისგან საკმარის რკინას იღებთ. როგორ უნდა გააკეთოთ ვაშლის წვენი? ეს რეცეპტი ძალიან მარატივია და თანაც სასარგებლო. შეგიძლიათ ის დილით საუზმეზე მიიღოთ.  ასე დღის დასაწყისში ორგანიზმს საკმარისი ენერგიით მოამარაგებთ.

 ინგრედიენტები:

  • 4 ვაშლი (სასურველია, წითელი),
  • 4 ფინჯანი წყალი,
  • 5 მაგიდის კოვზი ლიმონის წვენი,
  • 2 მაგიდის კოვზი თაფლი,
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი (სურვილისამებრ)

ინსტრუქცია: გარეცხეთ ვაშლი და დაჭერით ის ოთხ ნაწილად. გამოაცალეთ თესლი. შეგიძლიათ, გაფრცქვნათ კიდეც. თუმცა, მის კანში უამრავი სასარგებლო მინერალია და უმჯობესია, თუ დატოვებთ. შემდეგ ის მოათავსეთ ბლენდდერში და რამდენიმე წუთი დაამუშავეთ.

ის განაახლებს და გაამკვრივებს თქვენს კანს.  და ვიტამინი E შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც თქვენს უჯრედებს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ის ზრუნავს თქვენს გულზე. მისი შემადგენელი კომპონენტები არეგულირებს წნევას. ვაშლი ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ის აძლიერებს თქვენს კუნთებს. მისი საშუალებით შეგიძლიათ კალიუმის დღიური რეკომენდირებული დოზა მიიღოთ. კალიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კუნთების წარმოქმნისა და შენარჩუნებისთვის. ის, აგრეთვე, ნახშირწყლებს ენერგიად გარდაქმნის.

ვაშლი აგაცილებთ სახსრების ტკივილს. თუ ვაშლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ, ეს ტოქსინების სახსრებში დაგროვებას ხელს შეუშლის.

ამავდროულად, ვაშლი ძვლებს სიმკვრივეს შემატებს. ის შესანიშნავია ართრტით ან რევმატიზმით დაავადების დროს. აგრეთვე, ხანდაზმულებისა და მოზარდებისთვის.

ვაშლი დაგეხმარებათ წონის დარეგულირებაში. ის შიმშილის გრძნობასაც დათრგუნავს და თან ნაკლებად კალორიულია. დილით ვაშლის წვენის მიღებით სისხლში მეტაბოლიზმის პროცესი დაჩქარდება, რაც ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაშლი ებრძვის რესპირატორულ დაავადებებს. თუ გაწუხებთ ასთმა, ხველა, ან სხვა რაიმე რესპირატორული პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ვაშლის წვენი. C ვიტამინის საშუალებით ის აძლიერებს ფილტვებს და იმუნურ სისტემას.

სცადეთ მისი მიღება ყოველ დილით და შედეგს სულ მალე შეამჩნევთ.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO