სტატიები
გულის შეტევის სიმპტომები

გულის შეტევის შემთხვევები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ის ქალებსაც ემართებათ და მამაკაცებსაც. განსხვავება ისაა, რომ ქალები გულის შეტევის სიმპტომები სუსტად ვლინდება. ამიტომ, ქალებში ამ დაავადების წინასწარ განჭვრეტა, მამაკაცებთან შედარებით, რთულია. ზოგიერთი სიმპტომი მხოლოდ დროებით ჩნდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალს მიაქციოთ ყურადღება.

სუნთქვის გაძნელების შეგრძნება. თუ რეალურად სუნთქვის პრობლემები არ გაქვთ და არც ადრე გქონიათ, ეს შეიძლება გულს უკავშირდებოდეს.

გარდა ამისა, შეიძლება ზეწოლის შეგრძნებას განიცდიდეთ. ახასიათებს მცირედი ხველაც.

დაღლილობა - ეს სხვადასხვა ფაქტორების ბრალი შეიძლება იყოს. დაღლილობას ადამიანი ხშირად არასწორად შერჩეული საკვების, ფიზიკური აქტივობის და ძილის დარღვევის გამო გრძნობს. თუმცა, პერიოდულად გამოვლინება შეიძლება გული და სისხლის მიმოქცევის სისტემებს უკავშირდებოდეს.

არტერიებში ქოლესტერინის დაგროვება სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის და გულზე დატვირთვა იზრდება. სისხლის მიმოქცევის შეფერხების გამო ჯანგბადი ნაკლებად მიეწოდება უჯრედებს და კუნთებს. სუსტდება კოგნიტური უნარები.

ძილის დარღვევა, ან საერთოდ, უძილობა გადატვირთული სამუშაო გარემოს ბრალია. შესაძლოა ელექტრონულ მოწყობილობებს მეტისმეტად დიდხანს იყენებთ დღის განმავლობაში. იგივე ეფექტი აქვს სტრესს. ძილის პრობლემები ჩნდება გულის შეტევის და ჰიპერტენზიის ფონზეც.

გულის შეტევის კიდევ ერთი სიმპტომია ცივი ოფლიანობა. ან ეს  შეიძლება სხვა ქრონიკულ კარდიოვასკულარულ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. თუ სხეულის ტემპერატურა მოულოდნელად და სწრაფად იცვლება, აუცილებლად გადაამოწმეთ გულის მდგომარეობა.

ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტის შეგრძნება.

ტკივილი მარცხენა მხარეს ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფაქტორია, რაც გულის შეტევის შესახებ გვანიშნებს.  ამ სიმპტომის დროს შეიძლება იგრძნოთ ტკივილი მკლავში ან ზურგში. ასეთი ტკივილი შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. სასურველია, წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაიტაროთ.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO