სტატიები
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება

ინტიმური კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობას განაპირობებს. თუმცა, ზოგჯერ ლიბიდო (სქესობრივი აქტის სურვილი) იკლებს, რაც პარტნიორების თანაცხოვრებაზეც უარყოფითად აისახება. ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება შინაგანი და გარეგანი მიზეზებით იყოს გამოწვეული.  სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება პერიოდულად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. თუ ეს დროებითია, შესაძლოა სტრესის, ან რაიმე სხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული და ეს პრობლემა თავად გაივლის. ასეთი მდგომარეობა საშიში არაა. თუმცა, თუ ლიბიდოს შემცირება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და ეს სერიოზულ პრობლემებს გიქმნით, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა ეწვიოთ სექსოლოგს.

რა შეიძლება იყოს ლიბიდოს დაქვეითების მიზეზები?

  • სტრესი;
  • ალკოჰოლი;
  • უძილობა;
  • მედიკამენტების ზემოქმედება;
  • დაავადებები (ერექციული დისფუნქცია; ჰორმონალური პრობლემები);
  • ფსიქოლოგიური პრობლემები (არასაკმარისი თავდაჯერება, კომპლექსები, შიშები);

ზოგიერთ შემთხვევაში ლიბიდოს დაქვეითება ბავშვობაში გადატანილი სტრესის ბრალიცაა. ზოგჯერ კი ამას ინტიმური აქტისგან დიდ ხნის განმავლობაში თავის შეკავებაც განაპირობებს.

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზების გარკვევის მიზნით ტარდება გამოკვლევები ჰორმონებზე და მხოლოდ მიზეზის დადგენის შემდეგ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით ინიშნება მკურნალობა.

ლიბიდოს მომატებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობა, სისტემატური სირბილი ან სეირნობა სუფთა ჰაერზე, ცურვა, კუნთების გავარჯიშება, დასვენება. შეეცდეთ, თავი აარიდოთ სტრესს და ხშირად განიტვირთოთ.

მამაკაცებში ლიბიდოს დონის ცვლილება სხვა სექსუალურ ფუნქციებზეც ახდენს გავლენას, ირღვევა ერექციის, ეაკულაციისა და ორგაზმის პროცესები.

კლინიკაში შესაძლებელია ერთმანეთთან დაკავშირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა, ვინაიდან ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ არსებობს უროლოგიის, სექსოლოგიის და პროქტოლოგიის განყოფილება.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კონფიდენციალურობა დაცულია. ექიმთან ვიზიტი შესაძლებელია ყოველ დღე კვირის გარდა. ვიზიტისთვის უნდა ჩაეწეროთ წინასწარ. კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO