სტატიები
ენდომეტრიოზი - სიმპტომები და მკურნალობა

დაავადებების სიმპტომები ხშირად იმდენად შეუმჩნეველია, რომ ავადმყოფობა თანდათან ვითარდება. რეალურად, დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ნაკლებ დროს და ძალისხმევას საჭიროებს. ენდომეტრიოზი ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა.

ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ენდომეტრიოზის არსებობაზე მიგვანიშნებს, პრემენსტრუალური სინდრომის ადრე დაწყებაა. ტკივილი და სპაზმები რამდენიმე დღით ან კვირით ადრე იწყება. თუმცა, ტკივილი ყოველთვის ენდომეტრიოზზე არ მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ტკივილის სიმწვავეს და ადგილმდებარეობას. ასეთი ტკივილი მთელი პერიოდის განმავლობაში გრძელება.  ტკივილსა და დისკომფორტს თან ახლავს ძლიერი სისხლდენაც.

მეორე სიმპტომი მტკივნეული ღრმა პენეტრაციაა. ასეთი შეღწევის დროს სექსისგან ქალი სიამოვნებას ვერ იღებს. თუ ინტიმური კავშირისას ტკივილი განსაკუთრებულად შესამჩნევია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ენდომეტრიოზი ქალებს დაორსულებაშიც უშლის ხელს. ხშირად ეს უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს დაავადება მილებს ბლოკავს და განაყოფიერების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

გარდა ამისა, ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელია: ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, ტკივილი კუჭის მოქმედების (დეფეკაციის) დროს, შარდვის დროს, ასევე მცირე სისხლიანი ან ყავისფერი გამონადენი საშოდან.

ენდომეტრიოზის მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტურად, ქირურგიულად და კომბინირებულად. იქამდე კი აუცილებელია, რომ ზუსტი დიაგნოზი დაისვას ექიმის მიერ.

ენდომეტრიოზის პრევენციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს და პერიოდულად ჩაიტაროთ გამოკვლევები, რათა დაავადების ფარული პროცესი არ გამოგეპაროთ. დიაგნოსტირება ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევით, ზოგიერთ შემთხვევაში კი საშვილოსნოს ყელის სარკეების დახმარებით. აგრეთვე, კოლპოსკოპიით და ცერვიკოსკოპიით.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას’’ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გინეკოლოგები კვირის ნებისმიერ დღეს მიგიღებენ. ვიზიტისთვის უნდა ჩაეწეროთ წინასწარ! ტელ.: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO