სტატიები
სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისთვის

მედიცინა და მეცნიერება სულ უფრო და უფრო მრავალფეროვან მეთოდებს გვთავაზობს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ქვემოთ მოყვანილი რჩევები, მათი ეფექტურობა დადასტურებულია.

სასარგებლოა, თუ ფინჯანის ყავის დალევის შემდეგ ცოტა ხნით დაიძინებთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომლებსაც ყავის დალევის შემდეგ 15-20 წუთი ეძინათ, მანქანის სიმულატორში გაცილებით ცოტა შეცდომა ჰქონდათ. ისინი თავს უფრო დასვენებულად გრძნობდნენ. ამ ეფექტის მისაღებად საჭიროა ყავა სწრაფად დალიოთ და დაუყოვნებლივ დაწვეთ დასაძინებლად. თუ მყისიერად არ ჩაგეძინათ, არა უშავს. მხოლოდ დასვენება და ნახევრად ძილ-ბურანში ყოფნაც საკმარისია. ხოლო 15-20 წუთის შემდეგ უნდა გამოფხიზლდეთ, სანამ უფრო ღრმად ჩაგეძინებათ. ეს შეგიძლიათ შუადღისას გააკეთოთ, როცა თავს გადაღლილად იგრძნობთ და სასწრაფოდ ძალების აღდგენა დაგჭირდებათ.

 დაბალკალორიული დიეტა მადას აღვივებს. როდესაც ძალიან ცოტა კალორიას იღებთ სრულფასოვანი საჭმლის მიღების ნაცვლად, ძალიან მალე შიმშილი კიდევ უფრო დიდი ძალით გიტევთ.  ასე დიეტის დაცვა ნამდვილად გაგიჭირდებათ. სწორად შეარჩიეთ პროდუქტები და ჯანსაღად იკვებეთ. გამუდმებული შიმშილი არც ორგანიზმისთვის და არც ნერვული სისტემისთვის არაა სასარგებლო.

ანტიბაქტერიულის ნაცვლად უპირატესობა ჩვეულებრივ საპონს მიანიჭეთ.  სინამდვილეში არცაა დადასტურებული, რომ ანტიბაქტერიული საპნები უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი საპონი და წყალი. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ თხევად საპნებში, კბილის პასტასა და დეოდორანტებში ტრიქოქსანი გამოიყენება, რაც ორგანიზმისთვის საზიანოა. ის ბაქტერიულ ბარიერს ამცირებს.

თუ შესაძლებლობა გაქვთ ფეხზე მდგარმა იმუშავეთ. სამსახურში ადამიანი საშუალოდ, 8 საათს ატარებს. ჯდომა უწევს ტრანსპორტშიც და სახლშიც, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. ეს გულ-სისხლძარღვდა სისტემაზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს. ორგანიზმში ძნელად ტრანსპორტირდება ჟანგბადი და საჭირო ნუტრიენტები. დაკავებული ხართ და ვარჯიშს ვერ ახერხებთ? სამსახურში, უბრალოდ, ფეხზე მდგარმა იმუშავეთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა თქვენს კუნთებს გაამკვრივებს და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO