სტატიები
ხუთი უიშვიათესი დაავადება

დაავადებები ყოველთვის არასასიამოვნო და საშიშ მდგომარეობასთან ასოცირდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, დაავადება შეიძლება სუპერ ძალასაც ანიჭებდეს ადამიანს. ზოგიერთი იშვიათი დაავადება მეცნიერებისთვისაც ამოუხსნელია. ადამიანებს კი ნამდვილ გმირებად აქცევს.

ჰიპერთიმესია მეხსიერების მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების აბსოლუტური უმრავლესობა ახსოვს. ასეთი დიაგნოზით მსოფლიოში სულ 60 ადამიანია. პაციენტებს დღემდე შეუძლიათ დეტალურად აღწერონ ბავშვობაში წაკითხული წიგნები, ან ნებისმიერი წლის ნებისმიერი დღის ამბები. რებეკა შაროკმა BBC-ს ისიც კი უთხრა, რომ ახსოვდა, 7 დღისა როგორ გაახვიეს ვარდისფერ საბანში. ჰიპერთიმესიას რებეკა ,,საჩუქრად’’ ნამდვილად არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ გამუდმებით უძილობას, დაღლილობას და თავის ტკივილს უჩივის.

თანდაყოლილი ანალგეზია ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს. გასაკვირია, რომ ამ დაავადების იშვიათობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი სოფლიდან ასეთი 40 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი შეხედვით, ეს სინდრომი არც გარეგნობაზე და არც ფსიქიკაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა, პაციენტები ვერ ამჩნევენ დაავადებების სიმპტომებს, რომლებიც ტკივილთანა დაკავშირებული. ეს, განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის. მათ შეიძლება დაიზიანონ თვალის რქოვანა, უკბინონ საკუთარ ენას ან ვერ შენიშნონ ძვლის მოტეხილობა.

მწვავე სინდრომი ის იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც ზოგჯერ აუტიზმთან,  ან ასპერგერის სინდრომთან ერთად ვლინდება. ასეთი ადამიანები რომელიმე დარგში უაღრესად ნიჭიერები არიან. მაგალითად, მუსიკაში, მხატვრობაში, კარტოგრაფიასა და 3D მოდელირებაში. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ მომენტალურად გამოთვალონ 3 ციფრიანი რიცხვების ნამრავლი. სტივენ უილცჰირმა ლონდონის დეტალური რუკა მხოლოდ ერთი გადაფრენის შემდეგ დახატა. ამის მიუხედავად, პაციენტები არასრულფასოვნების შეგრძნებას განიცდიან.

გარდა იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს, არიან ისეთებიც, რომლებსაც სიცივის შეგრძნება არ აწუხებთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს უნიკალური ფენომენია. თუმცა, თვითონ ამ უნარის მქონე ჰოლანდიელი აცხადებს რომ ასეთი უნარი მხოლოდ ვარჯიშის შედეგად მოიმუშავა.

არიან ადამიანები, რომელთაც იშვიათი გენეტიკური აშლილობის წყალობით შიშის გრძნობას ვერ განიცდიან. ასეთი სულ 300 შემთხვევაა დაფიქსირებული და მათი ერთი მეოთხედი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებული ქალის შეშინება სცადეს შხამიანი ობობებით, გველებით, საშინელებათა ფილმებით ჩაკეტილ სახლში... თუმცა, ვერც ერთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, მან თქვა რომ ღამით იარაღით თავს დაესხნენ და მაშინაც არ შეშინებია. თუმცა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO