სტატიები
შეამოწმეთ თქვენი მოქნილობა

ყველა ადამიანს თანდაყოლილი მოქნილობა გააჩნია. ბავშვები გაცილებით უფრო მოქნილები არიან. დიდები ამ უნარს თანდათან კარგავენ. ოფისში მუშაობა და ცხოვრების უმოძრაო სტილი ამ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. ეს მდგომარება შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ დამოუკიდებლად ქალებმა კაბის ელვაც ვეღარ შეიკრან.

როგორ უნდა შეაფასოთ თქვენი მოქნილობა? 

შეამოწმეთ თქვენი მხრების სახსრების მოქნილობა. შეეცადეთ, მიიღოთ ზუსტად ისეთი პოზა, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. თუ ამ მდგომარეობაში მარტივად გაჩერდით, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

იმ შემთხვევაში თუ ხელების ასეთი შეერთებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღეთ და საკმაო დრო დაგჭირდათ ეს პოზა მიგეღოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ და გაიწელოთ.

თუ ეს პოზა ვერ მიიღეთ, ნუ ინერვიულებთ. ვარჯიშით ყველაფერი გამოსწორდება. თუმცა, ამ საკითხს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და მოქნილობის ვარჯიშებისთვის დღეში 5 წუთი მაინც გამოყავით.

მეორე ვარჯიში - დადექით სწორად და შეეცადეთ ხელისგულები იატაკს ისე დაადოთ რომ მუხლები არ მოხაროთ. თუ ეს ისე გააკეთეთ, როგორც სურათზეა მოცემული, მაშინ თქვენი სახსრები წესრიგშია.

მესამე ვარჯიში - დადექით მუხლებზე. გადაიხარეთ უკან და ხელებით ქუსლებს შეეხეთ. თუ ეს ვარჯიშიც მარტივად გამოგივიდათ, კისრის, ზურგის და მხრების არე კარგ მდგომარეობაშია. თუ გიჭირთ, ყოველდღიურად გამოყავი დრო, თუნდაც სამსახურში და ივარჯიშეთ.

მეოთხე ვარჯიში - დაჯექით იატაკზე გაშლილი ფეხებით. მოხარეთ ერთ ფეხი შიგნით და გადაიხარეთ მეორე, გაშლილი ფეხისკენ. შეეცადეთ, სხეულით  მთლიანად შეეხოთ ფეხს.

თუ მხოლოდ თავი მიადეთ, ისიც გაჭირვებით, მაშინ უფრო მეტი მოქნილობა გჭირდებათ. ადამიანების დიდი ნაწილი კი ამასაც ვერ ახერხებს. ერთი შეხედვით მარტივი სავარჯიშოები რეალურ სურათს იძლევიან თქვენი მოქნილობის შესახებ.

აუცილებლად დაუთმეთ საკუთარ თავს დრო, ივარჯიშეთ და შეინარჩუნეთ ჯანრმთელობა. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO