სტატიები
აკნეს მიზეზები და მკურნალობა

აკნე კანსაც და განწყობასაც ერთნაირად აფუჭებს. ის უამრავი ადამიანის პრობლემაა და შესაბამისად, მის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე უამრავი მითი არსებობს. ერთი შეხედვით მარტივი პრობლემა არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება გართულებულ ფორმაში გადავიდეს და ნაწიბურები დატოვოს. რა არის მითი და როგორ უნდა მოიქცეთ აკნეს შემთხვევაში?

რაღა თქმა უნდა, აკნე კვების რაციონთანაა დაკავშირებული .შაქარი ინსულინის წარმოქმნას ასტიმულირებს და მისი ზედმეტი მიღებით შეიძლება გამონაყარმაც შეგაწუხოთ. ამიტომ, მოერიდეთ მაღალგლიკემიურ პროდუქტებს, როგორებიცაა: თეთრი პური, სოდა, შოკოლადი და ლუდი.

აკნე შეიძლება გამოვლინდეს ჰორმონების გამო, რაც დიდი რაოდენობითაა რძეში და ის ცხციმის წარმოებას ზრდის.

რომელი პროდუქტები დაგეხმარებათ რომ ჯანსაღი და სუფთა კანი შეინარჩუნოთ?

დაბალგლიკემიური პროდუქტები: ხორბლის პური, კეფირი, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი.

თუთია შედის კვერცხის, ხორცის, სოკოს და ზღვის პროდუქტების შემადგენლობაში, რაც კანის უჯრედებს აღდგენაში ეხმარება.

ვიტამინები კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროდუქტებით ვიტამინების დეფიციტის აღდგენა შეგიძლიათ: კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი.

თამბაქოს მოწევა აკნეს გავრცელებას ხელს არ შეუწყობს, მაგრამ ის კანისთვის მაინც საზიანოა. თუ აკნე გაწუხებთ, მაშინ მისგან გათავისუფლებაში ხელს ნამდვილად შეგიშლით. სიგარეტი კანის რეგენერაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს და კანიც მალე ბერდება.

სწორად შეარჩიეთ კოსმეტიკური საშუალებები. ალკოჰოლი კანის გამოშრობას და გაღიზიანებას იწვევს, რაც, თავის მხრივ აკნესაც ავრცელებს. ზეთები კი კანს ცხიმიანს ხდის. დაიმახსოვრეთ, რომ კოსმეტიკა უნდა შეიცავდეს:

  • ალოეს;
  • რეტინოლებს;
  • პეპტიდ 10-ს.

ეს კომპონენტები კოლაგენის წარმოქმნას უწყობენ ხელს და აკნეს სამკურნალოდ გამოიყენებიან.

შეეცადეთ, შეამციროთ სტრესის დონე. ის ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სახეს თუ შედარებით ხშირად დაიბანთ, აკნეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. შავი წერტილები და გამონაყარი ზოგჯერ ფორების დახშობითაა გამოწვეული. დაბანისას კანი არ გაიღიზიანოთ. თბილი წყლით საფუძვლიანად გაწმინდეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ.

თუმცა, აკნეს მკურნალობა მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით უნდა მოხდეს. ამისთვის კი პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ. ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში კოსმეტოლოგთან ვიზიტი უფასოა. კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO