სტატიები
სილამაზე მსხვერპლის გარეშე: როგორ ავიცილოთ სისხლჩაქცევები ინექციური პროცედურების შემდეგ

ინექციური პროცედურების დროს სისხლჩაქცევების ალბათობა ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ასეთი ვიზიტების შემდეგ ქალები ცდილობენ მნიშვნელოვანი გეგმები გადადონ და დაისვენონ. როგორ შეიძლება თავიდან აიცილოთ ეს პრობლემა?

ქვემოთ მოცემული წესები ლამაზი და გლუვი კანის შენარჩუნებას შეუწყობენ ხელს. სისხლჩაქცევების გაჩენის ალბათობას კი მინიმუმამდე დაიყვანენ.

წესი N1: ისტორიის დეტალურად მოყოლა.

სანამ პროცედურას ჩაიტარებთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან და დეტალურად მოუყვეთ თქვენი სამედიცინო ისტორიის შესახებ. ეს აუცილებელია, რათა ექიმმა ყველა დეტალი გაითვალისწინოს. რა ზრდის სისხლჩაქცევების რისკს და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?

  • გენეტიკურად სუსტი სისხლძარღვები;
  • მოწევა (მნიშვნელოვნად სუსტდება კაპილარული კედლები);
  • სისხლის შედედების პრობლემები;
  • მედიკამენტები, რომლებიც სისხლის გათხელებას იწვევენ;
  • მენსტრუალური დარღვევები.

წესი N2: ინექციის გაკეთების ტექნიკა.

იმის გამო, რომ ნემსი კანში შედის, მისი კედელი ნებისმიერ შემთხვევაში ზიანდება. თუმცა, ზოგიერთი მდგომარეობა სისხლჩაქცევის განვითარებას ხელს უწყობს. ესენია:

თუ ინექციის დაწყებამდე პაციენტი აღელვებულია, ჩქარობს ან რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება, სისხლის მიმოქცევა ჩქარდება. უმჯობესია, თუ პროცედურამდე 5 წუთით ადრე მიხვალთ და ცოტას დაისვენებთ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სახის აქტიურ უბანს, რამაც შეიძლება დამატებითი მიკროტრავმა გამოიწვიოს.

სისხლდენის შემთხვევაში გამოიყენეთ ცივი კომპრესი რომ ჰემატომის გაჩენა აიცილოთ თავიდან.

წესი N3: აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები:

ექიმის რეკომენდაციები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეასრულოთ.

  • პროცედურიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მოერიდეთ დაწოლას;
  • პირველი 2-3 დღის განმავლობაში არ დაიძინოთ სახით ქვემოთ;
  • პროცედურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თავი შეიკავეთ ინტენსიური მოწევისა და ალკოჰოლის მიღებისგან.
  • გამორიცხეთ მასაჟი ან სხვა რაიმე სახის ზეწოლა კანზე.
  • 2-3 დღე უარი თქვით საუნაზე, აბანოზე, სოლარიმზე, ცხელ აბაზანასა და აუზზე.
  • რაც შეიძლება იშვიათად შეეხეთ სახის კანს.

ინექციური პროცედურების მიღებისთვის შემოდგომა იდეალური პერიოდია. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე. ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კოსმეტოლოგთან ვიზიტი უფასოა. კონსულტაციისთვის ჩაეწერეთ წინასწარ: 2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO