სტატიები
პირადი ჰიგიენის შეცდომები

პირადი ჰიგიენის დაცვა დღევანდელ დღეს არც ისე რთულია, თუმცა, დღემდე მაინც ვუშვებთ შეცდომებს თავის მოვლაში. ეს გავლენას ახდენს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ, ჩვენს ჯანმრთელობაზეც.

რა არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებენ?

დაცემინების დროს ხელებით პირის დაფარვა - როდესაც პირზე ხელს იფარებთ, მიკრობები მთელს სახეზე ვრცელდება. ამის გამო ინფექციური დაავადება შეიძლება თვალზეც გავრცელდეს.

როგორ უნდა მოიქცეთ ცემინების დროს? აიფარეთ ქსოვილი, ხელის ნაცვლად. სასურველია, თუ ერთჯერადი ქაღალდი იქნება. თუ ესეც არ გაქვთ თან, უმჯობესია, თუ ცხვირის და პირის არეს იდაყის ნაკეცით დაიფარავთ.

ფრჩხილების დაჭრა - ფრჩხილი ერთმანეთთან დაკავშირებული ფირფიტებისგან შედგება. მათი სტრუქტურა ისეა შედგენილი, რომ დაჭრის დროს ირღვევა და ზიანდება.

უმჯობესია, ფრჩხილების მოწესრიგების დროს თუ სასურველზე ოდნავ მეტ ფრჩხილს დაიტოვებთ და შემდეგ გაიქლიბავთ. სხვა შემთხვევაში კი, მხოლოდ გაქლიბვა სჯობს.

ფანქრის თვალის შიდა მხარეს წასმა - ფანქარი ან ლაინერი უამრავ ბაქტერიას შეიცავს, რასაც ინფექციის გამოწვევა შეუძლია. მისი ცრემლთან შერევით კი გავრცელების შესანიშნავი პირობები იქმნება.

ცხვირში თითის შეყოფა დაუშვებელია - ფრჩხილებში უამრავი ბაქტერიაა. თანაც, შესაძლოა, ცხვირის შიდა ნაწილი დაიზიანოთ. ინფექციის გავრცელებას კი სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია.

ცხვირის ღრუს გასასუფთავებლად გამოიყენეთ წყლის ჭავლი. არსებობს შესაბამისი მოწყობილობაც, რომელიც ამ პროცედურას გაამარტივებს.

ყოველდღიურად დასაბანი გელის გამოყენება - კანი ბუნებრივად ტენიანდება და იცავს თავს ინფექციებისგან. ყოველდღიური შხაპის მიღება და გელის გამოყენება ამ ბარიერს არღვევს. სხეული უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება დასხვადასხვა დაავადების მიერ. შესაძლოა ეს კანის ეგზემის განვითარების მიზეზიც გახდეს.

ყოველდღიურად საპნის ან გელის გამოყენება საჭიროა მხოლოდ ხელების, იღლიების და ინტიმური ადგილების დასაბანად. სხვა დანარჩენი ზონა საფუძვლიანად მხოლოდ ორ დღეში ერთხელ დაიბანეთ.

თმის ბალზამის დიდი რაოდენობით გამოყენება - ბალზამი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც თმას სირბილეს და ბრწყინვალებას ანიჭებენ. თუმცა, თუ მას ჭარბად გამოიყენებთ, თმა გაჭუჭყიანდება. განსაკუთრებით, თუ მას თავის კანთან ახლოს წაისვამთ. ამან შეიძლება თმის ზრდის შეფერხებაც გამოიწვიოს. ბალზამი მხოლოდ თმის ბოლოებისთვის უნდა გამოიყენოთ. 

 

წყარო: www.brightside.me

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO