სტატიები
როგორ უნდა შეწყვიტოთ გამუდმებით ჭამა

ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს გამუდმებით რაიმეს ჭამა. ე.წ. ,,სუსნაობა’’ უკვე ბევრი მათგანის სერიოზული პრობლემაა, რაც ჭარბ წონაში და ჯანმრთელობის დარღვევებში ვლინდება. რატომ არ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჭამა? უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადგინოთ, რატომ ხართ სულ მშიერი, ან გშიათ თუ არა ნამდვილად.

თუ თქვენ ცოტა ხნის წინ კარგად ისადილეთ და მაინც გშიათ, გაიხსენეთ, ბოლოს როდის მიიღეთ წყალი. შიმშილის გრძნობის გაქრობაში ჭიქა წყალი დაგეხმარებათ. დალევიდან ცოტა ხნის შემდეგ შიმშილი აღარ შეგაწუხებთ.

წესი: დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. საუკეთესო ვარიანტია, თუ წესად შემოიღებთ დილით უზმოზე და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე წყლის დალევას.

,,რამე გემრიელის’’ ჭამის სურვილი ხშირად ცარიელი კალორიების მიღების მიზეზია. ტკბილეულობა, თუნდაც, ცოტაოდენი, მხოლოდ მადას გიღვიძებთ. შედეგად კი ორგანიზმი სრულიად არასაჭირო საკვებს იღებს.

წესი:  სწორად შეარჩიეთ კვების რაციონი. შეეცადეთ, იკვებოთ მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით.

ღამით ჩვენი ორგანიზმი ჰორმონ მელატონინს გამოყოფს, რაც ჩვენს გარეგნობაზეცაა პასუხისმგებელი. თუ დროულად დაიძინებთ, შიმშილის გრძნობა ღამით ვეღარ შეგაწუხებთ და არც გამოუძინებელი დარჩებით.

წესი: იმისთვის, რომ ჯანსაღი იერი და სილამაზე შეინარჩუნოთ, ღამის 12 საათზე უკვე უნდა გეძინოთ.

როგორ უმკლავდებით სტრესს? ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი გამოუვალი მდგომარეობის დროს გემრიელ საკვებით და ტკბილეულით პოულობენ შვებას, მეორენი კი საჭმელს არც ეკარებიან. თუ თქვენც გაუაზრებლად მიითმევთ ტკბილეულს სტრესის დროს, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს წესი.

წესი:  სტრესი არ უნდა გახდეს თქვენ მიერ საკონდიტრო მაღაზიების დაპყრობის მიზეზი. დაურეკეთ ახლობლებს, მეგობრებს, გაისეირნეთ პარკში, წადით სავარჯიშოთ, უყურეთ საინტერესო ფილმს. თუ სახლში მარტო დაჯდებით, დიდი შანსია, რომ თავს ვერ შეიკავებთ. ამიტომ, შეეცადეთ, მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ.

ალკოჰოლი მადას ასტიმულირებს. ასე რომ, სანამ მეგობრებთან ერთად წვეულებას გამართავთ, მენიუ კარგად შეარჩიეთ.

წესი: შეეცადეთ, არჩევანი ჯანსაღ და ნაკლებად კალორიულ პროდუქტებზე შეაჩეროთ.]

ნუ დაგავიწყდებათ, კვებით რაციონში ცილების შეტანა. მის გარეშე ენერგია და კმაყოფილების შეგრძნება ვერ გექნებათ.

წესი: ხილი და ბოსტნეული, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. თუმცა, მხოლოდ ამ პროდუქტებით ნუ შეადგენთ კვების რაციონს. აუცილებლად უნდა მიიღოთ ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები...

ადამიანის ორგანიზმს ცხიმიც ესაჭიროება. ორი სახის ცხიმი არსებობს. სასარგებლოა ცხიმი, რომელსაც შეიცავს ზეითუნის ზეთი, თევზი, ავოკადო, თხილი, ნიგოზი, მარცვლეული.

ჩვეულებრივ, ადამიანი დღეში 5-ჯერ მაინც უნდა იკვებოს პატარ-პატარა პორციებით.

ნუ შეჭამთ სიარულისას. ასე ორგანიზმი ვერ მიხვდება რომ საკვები მიიღო და შეიძლება მალევე მოგშივდეთ. გამოყავით 15 წუთი მაინც და საკვების მიღებით ისიამოვნეთ.

შეეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჩვევაში გადაგივიდეთ. ასე ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნება გაცილებით გაგიადვილდებათ. 

 

წყარო: www.brightside.me

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO