სტატიები
სხეულის ლამაზი ფორმები - როგორ მიაღწიოთ მიზანს?

ლამაზი სხეულის ქონა ყველა ადამიანის სურვილია. ადამიანების ნაწილი საკუთარ გარეგნობას წონის მიხედვით აფასებს. უკეთეს შემთხვევაში - სიმაღლისა და წონის მიხედვით. სინამდვილეში, მთავარია, როგორ გამოიყურებით. კარგი ფორმების შესაქმნელად კი ერთი მარტივი და უტყუარი ხერხი არსებობს: ნაკლები უნდა ჭამოთ და მეტი იმოძრავოთ. სხეულის ფორმების დასახვეწად კი უფრო მეტი ცოდნა გჭირდებათ.

ლამაზი სხეული მხოლოდ სხეულის სიმაღლით და წონით არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია სხეულის ფორმები და კუნთების მასა. ასე რომ, ნუ დაისახავთ მიზნად მხოლოდ წონაში დაკლებას. სასურველია, ცხიმის პროცენტული მართლაც შეამციროთ, მხოლოდ არ დაგავიწყდეთ, რომ ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა კუნთის მასის  ზრდა. ამისთვის კი სწორი კვება და რეგულარული ვარჯიშია საჭირო.

ზოგადი შეხედულებით, ადამიანის კვებით რაციონში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კოეფიციენტი უნდა შეესაბამებოდეს 1/1/4 ფორმულას.   თუმცა, ეს თანაფარდობა დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და სტრესზე. მთავარია, რომ თქვენი სხეული უზრუნველყოფილი იყოს საჭირო საკვები ნივთიერებებით.  ერთფეროვანი დიეტები მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სითხის მიღებაა. ყოველ კილოგრამზე საჭიროა 30 მლ-მდე წყალი მაინც მიიღოთ.

თუ სერიოზულად გადაწყვიტეთ, თქვენს ფორმებს მიხედოთ, ფოტოების გადაღება ნამდვილად სტიმულს მოგცემთ. გადაიღეთ ფოტო ყოველი კვირის ბოლოს, სადაც თავიდან ფეხებამდე ჩანხართ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სათანადო კვების პროგრამებს იყენებენ, რეგულარულად აფიქსირებენ ცვლილებებს საკუთარ ორგანიზმში. საკუთარი ცვლილების რეგულარული დაფიქსირება მოგცემთ ძალას რომ მიზნამდე მიხვიდეთ.

გეშინიათ, ზედმეტი არ შეჭამოთ? შექმენით გარემო, რომელშიც ჭარბ საკვებს არ მიიღებთ. ნუ დაიწყებთ ჭამას ტელევიზორის, ან კომპიუტერის წინ, დაუწიეთ განათებას, ჩართეთ ნელი მუსიკა. ცნობილია, რომ არასაკმერისი განათება შიმშილის გრძნობას ამცირებს. თანაც თუ საკვებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ტვინი უფრო დროულად აღიქვამს თქვენს მიერ მიღებულ ულუფას და სწრაფად დანაყრდებით.

ვარჯიშის ეფექტურობაზე მუსიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ენერგიული მუსიკა მოტივაციას აუმჯობესებს და მეტ კალორიას ხარჯავთ. ასეთი მუსიკა გეხმარებათ დაღლილობა გადაიტანოთ და მოთმინება 15%-ით  მაინც უმჯობესდება.

ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო მალე მიიღებთ შედეგს. როდესაც ვარჯიშით ძალიან იღლებით, სხეული სტრესის ჰორმონების გამომუშავებას იწყებს, რაც კუნთების ქსოვილს ანადგურებს. ეს მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს და სიმსუქნეს ხელს უწყობს. მაქსიმალურად შეეცადეთ ვარჯიშისგან სიამოვნება მიიღოთ და თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!ლამაზი სხეულის ქონა ყველა ადამიანის სურვილია. ადამიანების ნაწილი საკუთარ გარეგნობას წონის მიხედვით აფასებს. უკეთეს შემთხვევაში - სიმაღლისა და წონის მიხედვით. სინამდვილეში, მთავარია, როგორ გამოიყურებით. კარგი ფორმების შესაქმნელად კი ერთი მარტივი და უტყუარი ხერხი არსებობს: ნაკლები უნდა ჭამოთ და მეტი იმოძრავოთ. სხეულის ფორმების დასახვეწად კი უფრო მეტი ცოდნა გჭირდებათ.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO