სტატიები
ყავის დადებითი მხარეები

იცოდით, რომ ბეთჰოვენი ყოველდღიურად 60 მარცვლისგან ამზადებდა ყავას. ვოლტერი კი დღეში 50 ფინჯანს მაინც მიირთმევდა. მან 83 წელი იცოცხლა.

რითაა სასარგებლო ყავა?

ყველასთვის ცნობილია, რომ ყავა გვაფხიზლებს. მისი საშუალებით მახვილდება ყურადღება და კონცენტრაცია. ყავასთან ერთად შაქრის კომბინაცია ტვინის უჯრედებს ააქტიურებს. თუმცა, ნურასდროს დალევთ ყავას ცარიელ კუჭზე, თორემ საპირისპირო შედეგს მოგცემთ.

ზრდის სისხლის წნევას. პატარა ჭიქა ყავასაც შეუძლია წნევა მაღლა ასწიოს. თუმცა, არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტაქიკარგდია აწუხებს და ყავის მიღების შემდეგ პულსი უჩქარდება.  

აძლიერებს იმუნურ სისტემას. ზოგიერთი ქვეყნის სამეცნიერო კვლევის მიხედვით ყავა ამცირებს ნაადრევ სიკვდილიანობას. ეს იმიტომ, რომ ყავა იმუნურ სისტემას აძლიერებს და თავს უფრო ძლიერად და ჯანსაღად გრძნობთ. ის, აგრეთვე, აუმჯობესებს ღვიძლს, გულს და საჭმლის  მომნელებელ სისტემებს. შეეცადეთ, დალიოთ ნატურალური ყავა ნაცვლად ქიმიური დანამატების მქონე სასმლისა, რომელსაც თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზიანის მოტანა შეუძლია.

კურნავს თავის ტკივილის. ნატურალურ ყავაში შემავალი კოფეინი თავის ტკივილს აყუჩებს. თუმცა, ის ტკივილგამაყუჩებლებს, რა თქმა უნდა, ვერ გაუწევს კონკურენციას. ეს უკანასკნელი უფრო ეფექტურია, რადგან, მათში კოფეინის შემადგენლობა ზოგჯერ 40%-საც აღწევს.

ამცირებს სტრესს და დეპრესიას. ყავა შესანიშნავი ანტისტრესული საშუალებაა. მისი მიღების შემდეგ გამოიყოფა დოფამინი და სეროტონინი, რომელიც განწყობას აუმჯობესებს. ერთი ფინჯანი ყავა, ან თუნდაც, მისი სუნი საკმარისია იმისთვის, რომ დამშვიდდეთ. უფრო მეტიც, კოფეინი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

აუმჯობესებს მეხსიერებას. ყავის საშუალებით მოკლევადიანი მეხსიერება ორჯერ მაინც უმჯობესდება. იზრდება თქვენი პროდუქტიულობა. თუმცა, ეს არ ეხება გრძელვადიან მეხსიაერებას, რომლის გაუმჯობესება სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ამცირებს წონას. როდესაც ორგანიზმში ლეპტინის დონე მცირდება, სხეული ცხიმის შენარჩუნებას იწყებს და წონაში იმატებს. ყავა ამ ჰორმონების დარეგულირებას უწყობს ხელს. ამის გამო ყავა თქვენი ფორმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ზედმეტი კილოგრამების მოკლება გინდათ, მხოლოდ ყავის იმედზე ნუ იქნებით.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO