სტატიები
ოფლის პრევენციის გზები

როგორც არ უნდა ეცადოთ, სხეულის სუნს ვერსად გაექცევით. განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში, თანაც თუ ამ გარემო ფაქტორს სტრესი ან ფიზიკური აქტივობა ემატება. იღლიის ფოსოში კი სველი ლაქები დიდ დისკომფორტს ქმნის.

როგორ უნდა მოიშოროთ არასასიამოვნო სუნი და დისკომფორტი?

ანტიბაქტერიული ხელის კრემი სწრაფად აშორებს უსიამოვნო სუნს. ეს საშუალება შეგიძლიათ იღლიის არეშიც გამოიყენოთ. თუ ოფლის გამოყოფა უკვე დაიწყო და შხაპის მიღებას ვერ ახერხებთ, ფრთხილად გაიწმინდეთ იღლია სველი ხელსახოცით და შემდეგ წაისვით ანტიბაქტერიული კრემი. უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრება.

წყალბადის ზეჟანგი. ის შესანიშნავი ანტიპერსპირანტული საშუალებაა, რომელიც უსიამოვნო სუნს მთელი დღის განმავლობაში აგაცილებთ. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი წყალბადის  ზეჟანგი ნახევარ ფინჯან წყალს,  მიისხურეთ დილითვე იღლიის ქვეშ ეს ნაზავი და დაელოდეთ სანამ გაშრება.

საჭმლის სოდა. თუ ოფლის წინააღმდეგ ბუნებრივ საშუალებებს ეძებთ, საჭმლის სოდა გამოგადგებათ. წაისვით ის ტენიან კანზე დილით და ფრთხილად მოიცილეთ ზედმეტი მასა. თუ ფიზიკურ აქტივობასაც გეგმავთ, მაშინ უმჯობესია, ეს ნაზავი დაამზადოთ.

  • 2 მაგიდის კოვზი საჭმლის სოდა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ლიტრი წყალი

დალიეთ ერთი ფინჯანი დილით. თუ მისი დალევა გაგიჭირდებათ, შეეცადეთ დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ მიიღოთ.

მუხის ქერქი. მისი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. მუხის ქერქი ოფლიანობის ეფექტური საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. გადაივლეთ მუხის ქერქის ნადუღი შხაპის შემდეგ. ან, შეგიძლიათ ნადუღი გაყინოთ და დილით, შხაპის მიღების შემდეგ იღლიის არეში წაისვათ.

ალუმინის ქლორიდი. თუ ოფლიანობა ძალიან შემაწუხებელია, გამოიყენეთ ანტიპერსპირანტი ალუმინის ქლორიდის მაღალი შემცველობით. ისინი მაქსიმალურად ამცირებენ ოფლიანობს ცხელ ამინდში. ამბობენ, რომ ალუმინის ნაერთი ძუძუს კიბოს პროვოცირებას ახდენს. თუმცა, ეს  კვლევა არ არის დადასტურებული.

ბოტოქსი. თუ ოფლიანობა თქვენი რეგულარული პრობლემაა, ყველაზე ეფექტური და გრძელვადიანი მეთოდი მის თავიდან ასაცილებლად ბოტოქსის ინექციაა. ის გამოიყენება ჰიპერჰიდროზის დროს. ტოქსინი ბლოკავს ნერვულ იმპულსებს, რომლებსაც ოფლის ჯირკვლებამდე მივყავართ. ინექციის ეფექტი 12 თვემდე გრძელდება. გირჩევთ, ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ პროცედურის გაკეთებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან: 2 29 00 66; 2 29 47 47. ვიზიტი უფასოა.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO