სტატიები
10 პროდუქტი, რომელიც თქვენს კანს სიგლუვეს მიანიჭებს

 

ჯანსაღი კვება 21-ე საუკუნის პრობლემაა. ცოცხალი ხილი და ბოსტნეული ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. გსურთ რომ გქონდეთ ლამაზი, გლუვი, თანაბარი ტონის კანი? მაშინ მიირთვით ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები!

მოცვი - ეს პატარა, ლურჯი პროდუქტი ანტიოქსიდანტების შეანიშნავი წყაროა. ის A და C ვიტამინებს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა კანისთვის.

ვაშლი - ის შეიძლება ,,მოდურ’’ ხილად არ ითვლება, მაგრამ ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას ნამდვილად უწყობს ხელს. მასში შემავალი კოლაგენების რაოდენობა კანს ელასტიურობას ანიჭებს.

საზამთრო - ზაფხულის მოსვლასთან ერთად ეს ხილი თანდათან იძენს პოპულარობას. ეს ტკბილი, გამაგრილებელი სასმელი 90% წყალს შეიცავს და კანს შიგნიდან ატენიანებს.

ბანანი  - ბანანი კალიუმის წყაროა. ეს მინერალი კანს ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. გამომშრალი კანის მიზეზი ხშირად კალიუმის დეფიციტია ხოლმე. მშრალ კანზე კი ყველაზე მარტივად ჩნდება ნაოჭები. სწორედ ამიტომაა ამ ხილის მირთმევა ასეთი მნიშვნელოვანი.

ანანასი - ის ზოგიერთ კულტურაში სამკურნალო მცენარედ ითვლება. მის შემადგენლობაში ბრომელანი შედის, რომელიც შესანიშნავად ებრძვის კანის ანთებას და შეშუპებას.

მარწყვი  - ეს უგემრიელესი ხილი კანისთვის ძალიან სასარგებლოა. მარწყვში შემავალი მჟავები კანის გარეგან დაზიანებას და ნაოჭების  გაჩენას ებრძვის.

პაპაია - ამ ხილს იშვიათად შეხვდებით საქართველოში, თუმცა იგი A ვიტამინითაა სავსე, ხოლო ფერმენტი პაპაინი უმოქმედო ცილები და კანის მკვდარ უჯრედებს გვაშორებს.

კივი - მისი პიკანტური გემო მართლაც უგემრიელესია. ამასთანავე, ის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს.

ბროწეული - დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი ნაერთების საშუალებით მას რეგენერაციის  სტიმულირების შესანიშნავი უნარი გააჩნია.

ალუბალი - ის თავისუფალი რადიკალებს ბრძოლაში ეხმარება და ამით დაბერების პროცესს ანელებს.

ყველა ეს გემრიელი ხილი თქვენს გარეგნობაზე ზრუნავს და მათით ,,მკურნალობაც’’ ძალიან სასიამოვნოა. როგორც ხედავთ, სილამაზე მსხვერპლს ყოველთვის არ მოითხოვს.

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO