ღვიძლის კისტის ულტრაბგერითი დიაგნოსტირება

თანამედროვე კვლევების წყალობით საკმაოდ ადვილი გახდა ღვიძლის კისტური წარმონაქმნების დიაგნოსტირება. მოსახლეობაში შეიძლება კისტები შეგვხდეს შემდეგი სახეობების: თანდაყოლილი (ნამდვილი) და შეძენილი (ცრუ). ძირითადად კისტები გვხდება ქალებში უფრო დიდი სიხშირით, ვიდრე მამაკაცებში.

რა მიზეზები იწვევს ღვიძლის კისტის განვითარებას.

ცრუ კისტები ყალიბდება :

-         სიმსივნის ნეკროზის შედეგად;

-         ღვიძლის ტრავმული დაზიანების შედეგად;

-         პარაზიტული დაზიანებების გამო;

-         ამებური აბსცესის ხარჯზე.

რა არის კისტა ?

კისტები არსებობს ერთჯერადი და მრავალჯერადი.

კისტა არსებობს სხვადასხვაგვარი, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მათი განმასხვავებელი რამდენიმე ზოგადი კრიტერიუმი. როდესაც ხდება მისი ულტრაბგერითი დიაგნოსტირება, ვხედავთ მას როგორც წესია, მრგვალი, სფერული ფორმით, გლუვი კონტურებით, მკაფიო შინაარსით. ყველაზე გავრცელებული არტეფაქტი არის დისტალურად განვითარებული კისტა.

კლინიკურად ღვიძლის კისტას არ აქვს დიდი ხნის განმავლობაში გამოვლენილი სიმპტომები. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით მარტივი გახდა მისი გამოვლენა.

სიმპტომების გამოვლინება იწყება მაშინ, როცა მისი სისქე აღწევს 7-8 სმ. ამ დროს იგრძნობა სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ზედა კვადრატში და ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ძლიერდება ვარჯიშის ან ჭამის შემდეგ. თუ კისტა მზარდია,  ჩნდება დისპეფსიური მოვლენები, ისეთი როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ბოყინი და დიარეა. ნაკლებადაა გამოვლენილი საერთო უმადობა, სისუსტე, ოფლიანობა, ქოშინი და უხარისხო ცხელება.

ყველაზე ხშირად კისტა შეიძლება აღმოვაჩინოთ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევისას. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია დადგინდეს კისტის წარმოშობა და ბუნება. ასევე კისტა კეთილთვისებიანიია, თუ ავთვისებიანი და ა.შ. შესაძლებელია ვაკონტროლოთ მისი ზრდა, გართულებები, როგორიცაა : სისხლდენები, კისტის რღვევები, აბსცესები და სხვა.

კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ გამოცდილი ექიმების და საუკეთესო აპარატურის დახმარებით თქვენ ადვილად შეძლებთ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა მუცლის ღრუს მიდამოში და დაადგინოთ ამა თუ იმ ორგანოს პათოლოგია.

დაგვირკეთ და ჩაეწერთ წინასწარ : ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

Partners
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO