ჰერპესი

რა არის?


ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს შესაბამისი ვირუსი (HSV). არსებობს ვირუსის ორი ტიპი - 1 და 2. ვირუსებმა შესაძლოა გამოიწვიოს მტკივნეული წყლულები პირის გარშემო, რომელთაც ცივ წყლულებს უძახიან. აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიონ წყლულები გენიტალიებზე. ასეთი ტიპის ჰერპესს გენიტალურ ჰერპესს უწოდებენ. 

როგორ გადადის?

 

  • კოცნით (თუ ადამიანს აქვს ე.წ. ცივი წყლულები);
  • ორალური სქესობრივი კონტაქტით (თუ ადამიანს აქვს ე.წ. ცივი წყლულები);
  • წყლულებზე შეხების შემთხვევაში შესაძლოა ჰერპესით ინფიცირება თვალის, პირის ან გენიტალიების არეში;
  • ორსულობის შემთხვევაში ჰერპესი შესაძლოა გადაეცეს ნაყოფს დაბადებამდე ან მშობიარობის დროს;
  • შესაძლოა დააინფიციროთ სხვა ადამიანი და არც კი იცოდეთ რომ გაქვთ ჰერპესი.


შეიძლება თუ არა რომ ჰერპესი დაბრუნდეს?

დიახ. როგორც წესი პირველი შემოტევა ყველაზე მწვავეა, ხოლო განმეორებები ნაკლებად. ჰერპესით რეინფიცირება შესაძლოა მოხდეს თუ:
 

  • ხართ დაღლილი ან სტრესის ქვეშ;
  • ხართ ავად;
  • გაქვთ ცხელება;
  • დიდხანს გაჩერდებით მზეზე;
  • გაქვთ მენსტრუალური პერიოდი;
  • ხართ ორსულად.

თუ გაქვთ ჰერპესი, უნდა დაისვენოთ, კარგად იკვებოთ და ივარჯიშოთ.
ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა სამედიცინო გამოკვლევა.

როგორ შეიძლება მკურნალობა?

ჰერპესის სრულად არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვა. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ახდენენ დაავადების შემოტევების პრევენციას ან ამცირებენ შემოტევების ხანგძლივობას. 

რა უნდა გავაკეთოთ ჰერპესის შემოტევის დროს?

 

  • წყლულების არეები უნდა შევინახოთ სუფთად
  • ვატაროთ ბამბის საცვლები
  • ვატაროთ თავისუფალი (ნაკლებად მომდგარი) სამოსი
  • მოშარდვის შემდეგ რეკომენდებულია გენიტალიების მიდამოების ცივი წყლით დაბანა
  • მოერიდეთ წყლულოვანი არეების გამშრალებას


როგორ შევზღუდოთ ვირუსის გადაცემა?
 

  • წვის და ქავილის შემთხვევაში ნუ დაამყარებთ სქესობრივ კონტაქტს. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდნენ, რომ დაავადების შემოტევაზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ წყლულები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული;
  • ნუ დაკავდებით ორალური სექსით თუ გაქვთ ცივი წყლულები;
  • გენიტალური ჰერპესის შემტხვევაში არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტების დამყარება სანამ წყლულები საერთოდ არ გაქრება;
  • გახსოვდეთ, რომ ჰერპესის გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ წყლულები არ არის გამოხატული.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO