პროსტატის სეკრეტის გამოკვლევა

პროსტატიტი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ეს დაავადება ყველაზე ხშირად 16-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ. როგორც წესი, ის თავიდანვე ქრონიკულად მიმდინარეობს. მწვავე პროსტატიტი კი მძიმედ მიმდინარეობს. პაციენტს აღენიშნება ტკივილები და წვა შარდვისას, გახშირებულია შარდვა და სხეულის ტემპერატურა მაღალია.

სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს მცირე მენჯის ვენებში, რაც წინამდებარე ჯირკვლის დაცლას აფერხებს. ამის შედეგაც არაინფექციური ანთება - პროსტატიტი ვითარდება. პროსტატიტის დროს ირღვევა პროსტატის დამცავი და სეკრეტორული ფუნქციები. დამცავ ფუნქციას ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს, სეკრეტორულს კი - ლიმონის მჟავის გამომუშავება, რაც სპერმატოზოიდებს მოძრაობაში ეხმარება და განაყოფიერების უნარს უნარჩუნებს.

პროსტატიტის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა ფიზიკური გამოკვლევა და ანამნეზის შეკრება, გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევებიც. ლაბორატორიული კვლევებიდან კი აუცილებელია პროსტატიტს სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
 

დაავადების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდან აიცილოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადების წარმოშობას უწყობენ ხელს.  ასეთი ფაქტორია, მაგალითად, ეროტიულ გარემოში ყოფნა, თუნდაც პორნოფილმების ყურება, რაც აგზნებასა და პროსტატის ფიზილოგიურ სისხლსავსეობას იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას მრავალჯერად სქესობრივ აქტზე, ზედმეტი გადაძაბვა. შეგუბებას ასევე ხელს უწყობს:

  •  მჯდომარე ცხოვრების წესი;
  •  ფეხების გაციება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

პროსტატიტი ადრეულ ეტაპზე ადვილად განკურნებადია. ამიტომ, ნუ დააყოვნებთ ექიმთან ვიზიტს დაავადების გართულებამდე. კლინიკაში ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმების ჯგუფია, რომლებიც პერიოდულად გადიან ტრენინგებსა და პრაქტიკებს საზღვარგარეთ ისრაელსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა გამოცდილ სპეციალისტებს! კლინიკაში კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე:

2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO