კონდილომების მკურნალობა

 პაპილომა ვირუსი დნმ  შემცველი ვირუსია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება და მისი ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100-მდე სახეობა. მათ შორის 40 ანოგენიტალულ ტრაქტს აზიანებს,  ქალებსა და მამაკაცებში მახვილწვეტიანი კონდილომების გაჩენას იწვევს.

პაპილომა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა კონტაქტური გზით, სქესობრივი გზით და დედიდან  შვილზე მშობიარობის მომენტში (როდესაც ნაყოფი დაინფიცირებული დედის სამშობიარო გზას გაივლის).

დაავადების რისკ-ფაქტორებია: მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების  ადრეულ ასაკში დაწყება.

როგორც წესი, პაპილომა ვირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ კონდომი  საკმაოდ ეფექტურია სხვადასხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად, იგი მაინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანის სრულად დაცვას პაპილომა ვირუსისგან, რადგან ვირუსის აღმოჩენა ხდება გენიტალიების გარშემო კანის საფარველზეც, რომელსაც კონდომი არ ფარავს.

ხშირ შემთხვევაში, პაპილომა ვირუსით ინფიცირებისას, კლინიკური სიმპტომები არ აღინიშნება და  პაპილომა ვირუსი თავისთავად ქრება. მაგრამ ზოგჯერ ვირუსი  გამრავლებას აგრძელებს და ამ დროს ადამიანს პერსისტენტული (მუდმივი) პაპილომა ვირუსული ინფექცია უვითარდება. ასეთ დროს, თუ ქალი დაბალი რისკის ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული, სასქესო ორგანოებზე კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - ე.წ. გენიტალური კონდილომები (მეჭეჭები) ჩნდება, ხოლო თუ ინფიცირება მაღალი რისკის ვირუსით მოხდა, ლორწოვან გარსში ჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი ცვლილებები იწყება, შემდეგ კი უშუალოდ კიბო ვითარდება.

 კონდილომების  მოშორება  – 1) ქიმიური კოაგულაცია – პრეპარატი სოკლოდერმი კანიდან კონდილომების მოსაშორებლად და პრეპარატი სოლკოვაგინი ქალებში საშოს და საშვვილოსნოს ყელის ლორწოვანიდან მოსაშორებლად. რაც შეეხება სხვა ქიმიურ კოაგულანტებს – პოდოფილინი, კონდილინი, ფერეზოლი და ა.შ. საჭიროებს რამდენიმეჯერ წასმას, არ არის ძალიან ეფექტური და მათი გამოყენების დროს ხშირია რეციდივი. 2) კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტით, მოყინვა – მეთოდი უმტკივნეულო და სწრაფია. გამოიყენება ერთეული კონდილომების დროს. 3) ელექტროკოაგულაცია – შედარებით გავრცელებული. აცილებს კონდილომებს 1-2 მმ სიღრმეზე, რაც ამცირებს რეციდივის ალბათობას. 4) ქირურგიული ლაზერი – რაც მეტია კონდილომების რიცხვი, მით ეფექტურია ეს მეთოდი. თვალის კონტროლით ხდება მთელი დაზიანებული უბნის მოცილება ისე, რომ არ რჩება ნაწიბურები. 5) რადიოქირურგია – დაზიანებული უბნების მოცილება სისხლძარღვების კოაგულაცია ერთდროულად. მეთოდი უმტკივნეულოა. 6) სკალპელ-კონიზაცია – ჩუჩიდან კონდილომების მოშორების ეფექტური მეთოდი.

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO