თრომბოზის მკურნალობა

ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი

მკურნალობის გარეშე ბუასილი ზოგჯერ გართულებას იწვევს. ჰემოროიდულ კვანძებში შეიძლება სისხლი შეგუბდეს (თრომბი).

თუ ბუასილი გართულდა თრომბოზამდე, ამ დროს ანალური ხვრელის ვენებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, მატულობს წნევა, სისხლი აწვება ქსოვილებს, იწვევს მტკივნეულ შეშუპებას, რომლის აღმოჩენა ავადმყოფს ხელითაც შეუძლია. გარდა ამისა,  ვითარდება ყაბზობა, მატულობს ტემპერატურა. ანალური ხვრელის მიდამოში განირჩევა მკვრივი ჰემოროიდული კვანძები, რომლებიც მოჭერისას ლურჯ შეფერილობას იძენს.

ასეთი უსიამოვნო გამოვლინებების მიუხედავად, ბუასილის დროს თრომბოზი ჩველებრივ გაიწოვება რამდენიმე დღეში, ქრება ტკივილიც. გაწოვას ხელს უწყობს ცხელი აბაზანები ერთი საათის განმავლობაში (ორჯერ დღეში), მალამოები და სანთლები. ტკივილი სასწრაფოდ რომ შემსუბუქდეს, ექიმს შეუძლია გაკვეთოს თრომბოზირებული ვენა და ამოკვეთოს მასში წარმოქმნილი თრომბი. ეს ძალიან ადვილი და თითქმის უმტკივნეულო ოპერაციაა, ხოლო მისი შედეგი რადიკალურია.

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO