ანალური ნაპრალის მკურნალობა

ა ნ ა ლ უ რ ი  ნ ა პ რ ა ლ ი  სწორი ნაწლავის სერიოზული დაავადებაა.  დაუყოვნებლივ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, თუმცა კონსერვატიულ მეთოდებს ყოველთვის არ ემორჩილება და ექიმები ქირურგიულ ოპერაციებს მიმართავენ, ეს კი მტკივნეულია და ოპერაციის შემდგომ გართულებებსა და ანთებით პროცესებს იწვევს.

სულ სხვანაირად არის საქმე კლინიკა „ოქსფორდ მედიკალ ჯორჯიაში“ ,  სადაც ანალური ნაპრალის მკურნალობის მცირე ინვაზიურ, ეფექტურ და ინოვაციურ მეთოდებს გვთავაზობენ.

რა არის ანალური ნაპრალი?

ანალური ნაპრალი სწორი ნაწლავის ლორწოვანის დაზიანების შედეგად განვითარებული დაავადებაა, რომელიც სწორი ნაწლავის სფინქტერის (მომჭერი აპარატი) სპაზმითა და საკმაოდ ძლიერი  ტკივილებით ხასიათდება.

მიმდინარეობის შესაბამისად განარჩევენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავედ მიმდინარე ანალური ნაპრალი ჩნდება სპონტანურად, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გასკდომისას და ძლიერი ტკივილით ვლინდება;

ქრონიკულად მიმდინარე ანალური ნაპრალი კი, შეუხორცებელი მწვავე ნაპრალიდან ვითარდება, დროთა განმავლობაში უფრო ფართოვდება (დამაზიანებელი ფაქტორების განმეორებითი ზემოქმედების შემთხვევაში) და ყოველ კუჭის მოქმედებაზე იჩენს თავს.

 

გამომწვევი მიზეზები

  • ანალური ნაპრალის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს:
  • ანალური ხვრელის სისხლმომარაგების დარღვევა;
  • სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები  (სწორი ნაწლავის კედელი მოძრავია, ჭინთვის დროს უფრო მეტად იხსნება და ა.შ.);
  • მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის მოქმედება (შეკრულობა, რომელიც იწვევს სწორი ნაწლავის მექანიკურ დაზიანებას და ფაღარათი, რომელიც იწვევს ლორწონავი აპარატის შეშუპებას და სწორ ნაწლავში PH ცვლილებას, რის შედეგადაც ვითარდება ანთება და შესაბამისად, ლორწოვანი პირველივე გაჭინთვისას ზიანდება);
  • ორსულობა;
  • მშობიარობა და ა.შ.
  • დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები:
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა (თუ რომელიმე მშობელს აღენიშნებოდა ანალური ნაპრალი, დიდი რისკია, დაავადება შვილსაც განუვითარდეს);
  • კვება (დიდი რაოდენობით ცხარე, მჟავე, ნიგვზიანი, ძმრიანი საკვების მიღება);
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება;
  • სტრესი;
  • მჯდომარე ცხოვრების წესი;
  • მძიმე ფიზიკური სამუშაო და
  • ნებისმიერი პრობელმა, რაც მუცელშიდა წნევის გაზრდასა და ჭინთვებს იწვევს.

სიმპტომები

  • ანალური ნაპრალების სიმპტომებია:
  • ტკივილი უკანა ტანის არეში;
  • დეფეკაციის გაძნელება;
  • სისხლდენა ანალური ხვრელიდან (ძირითადად, დეფეკაციის დროს);
  • დეფეკაციის შიში;
  • სწორი ნაწლავის ლორწოვანის დეფექტი (რომელიც უკანა ტანის დათვალიერებით ფიქსირდება);

 

 შესაძლო გართულებები

ანალური ნაპრალის მწვავე ფორმა შეიძლება გართულდეს ქრონიკული ფორმით (რომელიც ხასიათდება რემისიებითა და გამწვავების ეპიზოდებით) ან დროთა განმავლობაში (თუ არ ჩატარდა ადეკვატური მკურნალობა) ტკივილის ინტენსივობამ მოიმატოს.

 

 დიაგნოსტიკა

ანალური ნაპრალის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

ანალური ხვრელის გარეგანი დათვალიერება (ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სწორი ნაწლავის ნაპრალის მხოლოდ ნაწილის დანახვა);

სწორი ნაწლავის მანუალური გასინჯვა (ექიმი-პროქტოლოგი თითით ატარებს სწორი ნაწლავის კედლის გამოკვლევას, რაც სწორი ნაწლავის სფინქტერის სპაზმის ხარისხისა და ნაპრალის ზუსტი ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას იძლევა);

საჭიროებისამებრ შესაძლოა, სხვა დამატებითი კველევებიც დაინიშნოს.

გარდა ამისა, აუცილებელად უნდა მოხდეს ანალური ნაპრალის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება და დაზუსტდეს, ხომ არ არის ეს ნაპრალი ისეთი სპეციფიკური დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა: სწორი ნაწლავის ტუბერკულიოზი, კრონის დაავადება, ბუასილის კვანძების თრომბოზი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ანთებითი და სიმსივნური ხასიათის დაავადებები და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მსხვილი ნაწლავის კოლონოსკოპია. თუმცა, მისი ჩატარება ანალური ნაპრალის ფონზე რთულია (მეტად მტკივნეული პროცესია და შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწავოს მდგომარეობა), ამიტომ უმჯობესია, ჯერ ადგილობრივი სიმპტომების (სპაზმი, ტკივილი) მოსახსნელად მკურნალობა ჩატარდეს და კოლონოსკოპია მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს.

რაც შეეხება ანალური ნაპრალის მალიგნიზაციას, უნდა ვიცოდეთ, რომ ანალური ნაპრალი არც ერთ შემთხვევაში სიმსივნედ არ გადაგვარდება.

 

მკურნალობა

ანალური ნაპრალის მკურნალობის ადრე არსებული მეთოდებიდან დღესაც აქტიურად გამოიყენება ოპერაციული მკურნალობა, რაც სწორი ნაწლავის ნაპრალის ამოკვეთას და დამატებითად,  ნაწილობრივ სფინქტეროტომიასაც (კუნთის ბოჭკოების  გაკვეთა, რომელიც ხურავს ანალურ ნაპრალს) ითვალისწინებს, თუმცა მკურნალობის ოპერაციული მეთოდი არაკომფორტულია და საჭიროებს, დაახლოებით, თვენახევრიან რეაბილიტაციის პერიოდს.

 

კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“, რომელიც საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკაა, განსაკუთრებით აქცენტირებულია პროქტოლოგიური მიმართულებით და  მკურნალობის მცირე ინვაზიური და ინოვაციური მეთოდებით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენთან არ ხორციელდება ანალური ნაპრალის ქირურგიული ოპერაციები (თუ ეს არ არის ძველი, ნეკროზული წყლული) და ანალური ნაპრალის სამკურნალოდ სხვა, გაცილებით მარტივი, ხანმოკლე და უმტკივნეულო პროცედურები გამოიყენება, ესენია:

 

ადგილობრივად ნიფედიპინის მალამო (თანამედროვე ანტისპაზმური საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია, არ მზადდება საქართველოში და მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია) , რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია მწვავედ დაწყებული ანალური ნაპრალის შემთხვევაში, როცა ანალური ნაპრალის ფსკერი სუფთაა და არ არის ინფიცირებული ფეკალური მასებით;

 ბოტოქსის ინექცია, რომელიც გულისხმობს  პრეპარატ ბოტულოტოქსინის (გაზავებულ მდგომარეობაში) შეყვანას სფინქტერის მიდამოში, ანალური ნაპრალის ფსკერის ორივე მხარეს. ინექციის შეყვანას თავისებური ანატომიური თავისებურებების ცოდნა სჭირდება (რა ადგილებში, რა დოზით უნდა მოხდეს პრეპარატის შეყვანა) და აუცილებლად უნდა მოხდეს კვალიფიცირებული ექიმი-პროქტოლოგის მიერ. პროცედურა ტარდება ამბოლატორიულად, რის შემდეგაც პაციენტი მალევე ტოვებს კლინიკას და მისი მდგომარეობა პირველი კუჭის მოქმედებისთანავე უმჯობესდება. რაც შეეხება ნაპრალის სრულად შეხორცებას, შეხორცების პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად და რამდენიმე თვის (დაახლოებით, სამი თვე) შემდეგ დგება სრული განკურნება. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (თუ ნაპრალი ძალიან ღრმა და ძველია) შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებით კიდევ ერთი ინექციის ჩატარება.

 

პრევენცია

  • ანალური ნაპრალის პრევენცია გულისხმობს:
  • დიეტას  (ცხარე, მჟავე, ნიგვზიანი და ძმრიანი კერძების შეზღუდვა);
  • ალკოჰოლის ჭარბად მიღების შეზღუდვას;
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგებას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას;
  • სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდებას;
  • ორსულობის დროს (უკეთესია ორსულობის დაგეგმვამდეც) პროქტოლოგთან კონსულტაციას და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

 

მისამართი: ჭავჭავაძის 39-თან (შავი შენობის I სართული);

ტელეფონი: 2 29 47 47.

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO