პლაზმოლიფტინგი

 

გარემოს მავნე ფაქტორების (სხვადასხვა დაავადება, ცუდიეკოლოგია, თამბაქოს წევა, გარუჯვა და ა.შ.) ზემოქმედება იწვევს უჯრედშორისი მეტაბოლიზმის პროცესების შენელებას. იკარგება იმ ნივთიერებების სინთეზი, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას. იგი ნელ–ნელა კარგავს ახალგაზრდულ იერს, თანაბარ ფერს. ვითრდება დაბერების პროცესი.

თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP) ინექციები პირველად 1987 წელს კარდიოქირურგიაში იქნა გამოყენებული და დღეისათვის, მისი უჩვეულო სამკურნალო თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სპორტულ მედიცინაში, ორთოპედიაში, კოსმეტოლოგიაში, ყბა–სახის ქირურგიაში და უროლოგიაში. 

PRP ტექნოლოგია (პლაზმოლიფტინგი), მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილი, კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია, რომელიც შემუშავებული და აპრობირებულია შვეიცარიის, ისრაელის, რუსეთის და იაპონიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების მიერ. საკუთარი სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა. სწორედ ამ უჯრედშია სარეაბილიტაციო და გამაახალგაზრდავებელი რესურსი. საკუთარი თრომბოციტები მომენტალურად შეიცნობა ორგანიზმის მიერ და შეიცავს ზრდის ფაქტორს, რომელიც ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს. ინექციის კანში შეყვანისთანავე, ახალი კოლაგენის ჩამოყალიბების წყალობით, აღნიშნული ნივთიერება აჩქარებს ნორმალურ სამკურნალო პროცესს. ვინადიან კანში ხვდება საკუთარი პლაზმა, დაავადებათა გადადების, ანაფილაქსიისა და ნეოპლაზიის საფრთხე აბსოლუტურად გამორიცხულია.

 

დღეისათვის PRP – ტექნოლოგია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად. პლაზმოლიფტინგის პროცედურების შედეგად უმჯობესდება კანის სტრუქტურა, ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია თმის ცვენის შესაჩერებლად და გამელოტების სამკურნალოდ.

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა:

–        პიგმენტური ლაქების მოცილება

–        სახის ოვალის აღდგენა

–        ზოგადად კანის სტრუქტურის გაუმჯობესება

–        თმის ცვენის შეჩერება

–        სისხლის აღება ხდება ვენიდან, ისევე, როგორც ანალიზის დროს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა პაციენტის სისხლიდან ცენტრიფუგის მეშვეობით გამოიყოფა, რის შემდეგაც ხდება მისი კანქვეშა ინექცია.

პლაზმოლიფტინგი უმტკივნეულო და კომფორტული პროცედურაა და მხოლოდ 30 წუთს გრძელდება. ტარდება შემდეგი სქემით: თუ მხოლოდ საკუთარი პლაზმით ხორციელდება პროცედურა, აუცილებელი პირობაა 10 დღის ინტერვალით 2–3 პროცედურის ჩატარება, ხოლო თუ ემატება აქტივატორი (ნივთიერება რომელიც ააქტიურებს პლაზმას), – საკმარისია ჩატარდეს 6 – 8 თვეში ერთხელ.

პროცედურას ეფექტი აქვს 1 კვირის შემდეგ და არის მზარდი ( 2 – 3 თვის შემდეგ).

 

პლაზმოლიფტინგი რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: კანის ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.

 

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კლინიკა ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’-ში  აღნიშნულ  პროცედურას  ატარებს მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგი.

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO