კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია წარმოადგენს მარტივ პროცედურას, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს უფრო ახლოდან დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი და გამოავლინოს არსებული პათოლოგიური პროცესი.

ამ გამოკვლევისთვის გამოიყენება სპეციალური მიკროსკოპი - კოლპოსკოპი. კოლპოსკოპი წარმოადგენს გამადიდებელ ოპტიკურ სისტემას - მიკროსკოპს, რომელსაც სპეციალური სინათლის წყარო გააჩნია.

კოლპოსკოპიით დგინდება:
1. კიბოს წინარე პროცესები (დისპლაზიები);
2. საშვილოსნოს ყელის კიბო;
3. კონდილომები;
4. კერატოზი (ლეიკოპლაკია);
5. ეროზია;
6. ანთება;
7. ატროფია;
8. დეციდუოზი;
9. პოლიპები.

 

კოლპოსკოპიის მიზანია:

 - შეფასდეს საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის და საშოს მდგომარეობა;

- გამოავლინოს დაზიანების კერა.

 

კოლპოსკოპიურ კვლევასთან ერთად სასურველია აღებულ იქნას pap ნაცხი. მხოლოდ ამ ორი მეთოდის ერთდროული ჩატარება გვაძლევს ოპტიმალურ რეზულტატს.თუ კოლპოსკოპიურად დაზიანება არ გამოვლინდა, შემდგომი მოქმედების გეგმა დამოკიდებულია საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის შედეგებზე.თუ კოლპოსკოპიურად გამოვლინდება პათოლოგია, მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ექიმი აიღებს მცირე ზომის ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (დამიზნებითი ბიოფსია). მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგების მიხედვით.

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO