კრიოდესტრუქცია

კრიოდესტრუქცია საშვილოსნოს ყელის წყლულის მკურნალობის ოქროს სტანდარტია.

საშვილოსნოს ყელის ეროზია წარმოადგენს ერთ-ერთ უხშირეს დიაგნოზს გინეკოლოგთან რუტინული ვიზიტისას და განსაკუთრებით ხშირია ის ორსულობის წლებში. დაავადების განვითარება იწყება საშვილოსნოს ყელის მფარავი უჯრედების დაზიანებით, რაც საბოლოოდ იწვევს ქსოვილის რღვევას. ეროზიის გამომწვევი შეიძლება იყოს ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: ტრავმა,მწვავე და ქრონიკული ინფექციები, კარცინომა, მშობიარობების ხშირი ისტორია, ტამპონის ხანგრძლივი მოხმარება,პერორალური და საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტული საშუალებების (სპირალი) ხანგრძლივი გამოყენება.
დაავადება ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა შეიძლება ახასიათებდეს ისეთი ნიშნები როგორებიცაა: გამონადენი ან ლეიკორეა, ტკივილი, შარდვის გაძნელება და სისხლდენა.

ხანგრძლივად მიმდინარე საშვილოსნოს ყელის წყლული წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინასწარ განწყობას და არის ძირითადი მიზეზი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში. დროული ჩარევა და ადექვატური მკურნალობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას.

 
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO