სპირალის ჩადგმა

 

საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგანაც ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს. იგი პატარა, 2,5 სმ-იანი T-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია _ სპერმატოზოიდი მიყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება.

სპირალი სამი წლის ვადით ისმება საშვილოსნოში, ამის შემდეგ ქალს ისევ შეუძლია დაფეხმძიმება. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა სპირალი ისევ ჩაისვას ქალმა, ოღონდ შუალედი პროცედურებს შორის მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს.

საშვილოსნოს შიდა სპირალის ჩადგმის ტექნიკა

1.       ასეპტიურ პირობებში უნდა ჩაიდგას ვაგინალური სარკე, დამუშავდეს მადეზინფიცირებელი საშუალებით საშვილოსნოს ყელი და გინეკოლოგიური პინცეტით გადაიწიოს საშვილოსნოს ყელის წინა ბაგე;

2.       საშვილოსნოს ზონდის საშუალებით იზომება საშვილოსნოს ღრუს სიგრძე;

3.       სპეციალური უნსტრუმენტის საშუალებით იდგმება საშვილოსნოსშიდა სპირალი ღრუში ;

-           საშვილოსნოს ზონდით კეთდება საკონტროლო გამოკვლევა, რომ დაზუსტდეს სწორად არის ჩადგმული საშვილოსნოსშიდა სპირალი თუ არა ;

-          საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები უნდა მოჭრან 2 – 3 სმ სიგრძეზე ;

-          ხსნიანს გინეკოლოგიურ პინცეტს და საშვილოსნოს ყელს კიდევ ერთხელ ამუშავებენ მადეზინფიცირებელი საშუალებით.

საშვილოსნოს შიდა სპირალის ამოღების ტექნიკა

საშვილოსნოს ყელი ვიზუალიზდება სარკის საშუალებით. საშვილოსნოსშიდა სპირალის ძაფები ჩანს, რომელსაც აშორებენ კორცანგის (ქირურგიული პინცეტის ნაირსახეობა)საშუალებით. თუკი არ ჩანს ძაფები, მაშინ საშვილოსნოს კაუჭით უნდა მოხდეს მისი ამოღება.

დაკვირვება საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის შემდეგ

პირველი ვიზიტი ჩადგმის შემდეგ ექიმთან საჭიროა 3 – 5 დღეში, რის შემდეგაც უკვე ნებადართულია სქესობრივი ცხოვრება რაიმე კონტრაცეპტივის გარეშე. განმეორებითი ვიზიტები სასურველია ყოველ 3 თვეში ერთხელ.

 

სპირალის ჩადგმისთვის აუცილებელია გაკეთდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია, დათვალიერდეს საშვილოსნოს ყელი. ანთებითი სურათი არ უნდა აღენიშნებოდეს. 

კლინიკა "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია"   გთავაზობთ სპირალის ჩადგმას გამოცდილი გინეკოლოგების მონაწილეობით.

დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ წინასწარ : ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO