ინფექციური დაავადებები

 

 

ყველას სმენია ე.წ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

 

მაგრამ ხშირად ჩვენ არაფერი ვიცით არც ინფიცირების სიმპტომატიკის, არც მისი შედეგების შესახებ.

 

რა განეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს? ექვემდებარება თუ არა ყველა მათგანი მკურნალობას?

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ვრცელდება. ასეთი ტენდენცია დაკავშირებულია სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებასთან, ასევე, პარტნიორების ხშირ ცვლასთან. სქესობრივი ინფექციების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია, ასევე, კონტრაცეფციის ახალი საშუალებების გამოჩენა. პრეზერვატივის ნაცვლად, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკს, დაიწყეს ჰორმონალური აბებისა და საშვილოსნოს სპირალების გამოყენება.

 

ყურადღება! თუ დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდებათ – ქავილი, წვა, გამონადენი, წვა მოშარდვის დროს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რადგან ეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომებია: ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, გარდენელოზი, ასევე, ვირუსული ინფექციები და ვენერიული დაავადებები: სიფილისი და გონორეა. სქესობრივი გზით გადამდები ყველა დაავადება ექვემდებარება მკურნალობას, მთავარია, დაავადება არ მიუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული გართულებების რისკის ქვეშ აღმოჩნდებით. ამ გართულებებს განეკუთვნება, ასევე, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები სხვადასხვაგვარი გართულებებით, რეპროდუქციულ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – უშვილობა, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები და სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონალური დარღვევები.

 

როგორ აღვუდგეთ წინ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირებას?ყველაზე ეფექტური მეთოდი – სქესობრივი ინფექციების პროფილაქტიკა. პრეზერვატივი და პასუხისმგებლური დამოკიდებულება საკუთარი და სქესობრივი პარტნიორების  ჯანმრთელობის მიმართ ამ დაავადებების გადადების რისკს მინიმუმამდე ამცირებს..

 

გართულებების პრევენციისათვის კი აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე. ინფექციური პროცესი დასაწყისიდანვე იღებს ხანგრძლივ, ქრონიკულ, მდორედ მიმდინარე ხასიათს, დაავადების ნიშნები კი ბუნდოვანია. მაგრამ, სპეციალისტთან მკურნალობის გარეშე – გრძელვადიანი შედეგები ძალზედ სერიოზულია.

 

გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომების აღმოჩენისთანავე. ამ შემტხვევაში ანონიმურად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს კლინიკას, რომელშიც, წინასწარი შემოწმების შემდეგ, ექიმი დამატებით გამოკვლევებს და ანალიზებს, მათ შორის, ПЦР დიაგნოსტიკას დაგინიშნავთ. ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ უმოკლეს დროში, სპეციალისტი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაიწყებს.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის ძირითად წესს დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება წარმოადგენს.

 

გარდნერელოზის მკურნალობისას, პირველ რიგში საჭიროა იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობს ბაქტერიული ვაგინოზის განვითარებასა და განმეორებას. ჩვენებების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ეუბიოტიკური პრეპარატების, ბიოგენური სტიმულატორების, ვიტამინებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ საშოსა და ნაწლავების მიკრობიოცენოზის ნორმალიზებას.

 

ქლამიდიოზის მკურნალობის სირთულე განპირობებულია იმით, რომ ქლამიდიურ ინფექციებს აქვთ ერთდროულად როგორც ბაქტერიების, ისე ვირუსების თვისებები და ხასიათდებიან მასპინძლის უჯრედში და მის გარეთ განვითარების რთული ციკლით.

 

ქლამიდიოზის მკურნალობა, განსაკუთრებით ქლამიდიური ინფექციის ქრონიკული და გართულებული ფორმების დროს, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ქლამიდიები, ცხოველმყოფელობის პროცესში, ორგანიზმის უჯრედებში აღწევენ და ანადგურებენ მათ, იწვევენ რა მნიშვნელოვან ანთებით რეაქციებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს შეხორცებით პროცესებს და იმუნური სისტემის გამოფიტვას.

 

ქლამიდიოზის მკურნალობა მხოლოდ ანტიბიოტიკებით, ქლამიდიების სპეციფიური, შიდაუჯრედოვანი გამრავლების გამო, ყოველთვის ვერ ანადგურებს ინფექციას სრულად. ქლამიდიოზის მკურნალობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა ავადმყოფთან, დეტალური ანამნეზისა და ყოველმხრივი კლინიკური გამოკვლევის საფუძვლად.

 

გენიტალური მიკოპლაზმოზის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს როგორც გამომწვევზე ზემომქმედ, ისე ორგანიზმის არასპეციფიური წინააღმდეგობის უნარის მასტიმულირებელ საშუალებებს. დაავადების კლინიკური ფორმის, სიმძიმის, გართულებების, თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, პრეპარატების კომპლექტი, მკურნალობის კურსების ხანგრძლივობა და რაოდენობა მკაცრად ინდივიდუალური უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებს ანტიბიოტიკომგრძნობელობისა და იმუნური სისტემის შესახებ.

 

ცნობილია, რომ როდესაც ინფექციური პროცესი ქრონიკულში გადადის, მნიშვნელოვნად იცვლება იმუნური სისტემის მდგომარეობა. ამიტომ, მკურნალობის სქემაში აუცილებელია ისეთი პრეპარატების დამატება, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმის არასპეციფიურ აქტოვობაზე.

 

თუ ურეაპლაზმოზის დაავადების მკურნალობას დროულად არ დავიწყებთ, მისი სიმპტომები კი სწრაფად ქრება, მაგრამ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის, რომელიც ადამიანს წლების განმავლობაში ტანჯავს, პერიოდულად ძლიერდება, პერიოდულად ქრება. ანთებითი პროცესი ვრცელდება შარდსასქესო სისტემის ორგანოებზე, რაც შეიძლება რიგი დაავადებების მიზეზად იქცეს.
ძალზედ მნიშვნელოვანია ურეაპლაზმისგან გათავისუფლება ორსულობის დაწყებამდე, რადგან ამ ინფექციამ შეიძლება ნაყოფის განვითარების დარღვევები, ასევე, ვადამდელი მშობიარობა გამოიწვიოს. არსებობს ნაყოფის ურეაპლაზმოზით ინფიცირების ალბათობა მშობიარობის პროცესში. 

 

ზემოაღნიშნული გართულებების პრევენციის მიზნით, ყველა ორსულს და იმ ქალს, რომელიც ორსულობას გეგმავს, ურჩევენ ანალიზის ჩაბარებას ურეაპლაზმური ინფექციის გამოსავლენად თუ გამოსარიცხად.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადებების მხოლოდ პროფესიონალური, სპეციალისტის მიერ დეტალური დიაგნოსტიკის საფუძვლად ჩატარებული მკურნალობა იძლევა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების უარყოფითი შედეგების აღმოფხვრის, ან მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას. სქესობრივად გადამდები დაავადებების მიმართ იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ამიტომ, მკურნალობა ყოველი სარისკო კავშირის შემდეგ იქნება აუცილებელი. წარმატების აუცილებელი პირობა – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ერთდროული მკურნალობა ორივე პარტნიორში, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორებითი დაინფიცირება მოხდება.

 

 
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO