ორსულობის დადგენა

რაც არ უნდა თქვათ, ნებისმიერი ჯანმრთელი ქალის ცხოვრების მთავარ მიზანს ყოველთვის ჯანმრთელი ბავშვის შობა წარმოადგენს.

დედობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეგნებულად ხდება და არ არის გართულებული სხვადასხვა დაავადებებით, ნებისმიერ ქალს ანიჭებს სიხარულს, ხოლო იმისათვის, რომ უკეთ დაიცვათ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობა, სამედიცინო კლინიკა “ოქსფორდ მედიქალი” გთავაზობთ ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკის ჩატარებას. გახსოვდეთ, რომ აფთიაქში შეძენილ ტესტებს ყოველთვის არ შეიძლება, ენდოთ. არცერთი ტესტი არ შეცვლის კვალიფიციურ შემოწმებას და ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.

 

გარდა ამისა, თუ აქტიურ პირად ცხოვრებას ეწევით, ორსულობის დიაგნოსტიკა ადრეულ ვადებში უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი ნიშნები გაგიჩნდებათ, უმჯობესია, გინეკოლოგს მიმართოთ:

  • გულისრევა და ღებინება დილით;
  • გემოს შეცვლა (ზიზღი ისეთი პროდუქტების მიმართ, როგორიცაა ხორცი, თევზი, მიდრეკილება ცხარე და მჟავე კერძებისა და უჩვეულო ნივთიერებებისადმი, როგორიცაა ცარცი, თიხა და სხვ.);
  • ყნოსვის შეცვლა (ზიზღი სხვადასხვა სუნისადმი, რომელიც ადრე ზიზღს არ ბადებდა);
  • გაღიზიანებადობა, სისუსტე, ძილიანობა, მკვეთრი ცვლილებები ხასიათში.
     

ორსულობას, ასევე, მოწმობს ორგანიზმში მომხდარი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც:

  • მენსტრუაციის შეწყვეტა;
  • ხსენის გამოყოფა ძუძუს თავზე ზეწოლისას;
  • აფთიაქში შეძენილი ტესტის დადებითი შედეგი.
     

ორსულობის განსაზღვრის ზუსტ გარანტიას შემდეგი პროცედურები იძლევა:

  • ნაყოფის ნაწილების განსაზღვრა ქალის მუცლის პალპაციის დროს;
  • ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;
  • ნაყოფის გულისცემის ტონების განსაზღვრა.

იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა დადასტურა, ნუ იჩქარებთ პრეპარატების დანიშვნას (“მეფიპრისტონი” და სხვ.). “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკების ქსელში პრაქტიკოსი ექიმები შემოგთავაზებენ მომსახურეობებს. თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს მიგიღებთ გინეკოლოგი და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ექიმი.

 

 

 

 

 

 

 
პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO