ინფექციური დაავადებები

 

 

ვენერიული დაავადებები, ანუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სქესობრივი ინფექციები)

 

 

აავადებები, რომლებიც მოცემულ ჯგუფში გაერთიანებულია ერთიანი გადაცემის გზის საფუძვლად. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სქესობრივი ინფექციები) გადადის მხოლოდ სქესობრივი გზით (მათ შორის, ორალური და ანალური კონტაქტითაც) ინფიცირებულ პარტნიორთან დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს. დღეს ცნობილია ოცზე მეტი ვირუსული სქესობრივი ინფექცია. პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობის ფართო პროპაგანდის მიუხედავად, ბევრი იგნორირებას უკეთებს ამას, რაც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას იწვევს.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები:

 

თეთრი, ლორწოვანი, მწვანე, ქაფიანი, სუნიანი და უსუნო გამონადენი შარდსაწვეთი არხიდან (ურეთრიდან), ქავილი და ტკივილი შარდსაწვეთ არხში, მოშარდვის გახშირებული მოთხოვნილება;
•    ტკივილები საზარდულის არეში;
•    შესაძლოა, სხეულის ტემპერატურის მატება (ეს სიმპტომი შეიძლება არც გაჩნდეს);
•    მამაკაცებში – ტკივილი სათესლე პარკში, რომელიც შეიძლება კუდუსუნისა და წელის არეში გავრცელდეს;
•    ქალებში – გამონადენი საშოდან (თეთრი, ლორწოვანი, მწვანე, ქაფიანი, სუნით და უსუნოდ);
•    შესაძლოა, განვითარდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

ბევრ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს, ვენერიული დაავადებების სიმპტომები ეცვლება, ან ძალიან სუსტად უვლინდება.

 

მწვავე დაავადება ბევრად უფრო იოლად იკურნება, ვიდრე “სტაჟიანი”. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და ანალიზი ხელს უწყობს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას. ქრონიკულმა სქესობრივმა ინფექციებმა შეიძლება ორგანოებში “კვალი” დაიტოვოს შეხორცებების სახით, რომლებიც დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიკრობები აღარ იქნება.

 

თუ დაავადების რომელიმე ნიშანს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ყველა დაავადებას ხშირად მსგავსი სიმპტომები, მაგრამ სხვადასხვა გამომწვევები აქვს და ინფიცირებიდან მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება. ზოგჯერ სპეციალისტებსაც კი უჭირთ დიაგნოზის დასმა, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, იმისათვის, რომ ზუსტად ის მკურნალობა დაინიშნოს, რომელიც საჭიროა, პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ანალიზები ლაბორატორიაში და გაიაროს სპეციალური გამოკვლევა. ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია მხოლოდ სიმპტომების საფუძვლად, რადგან ეს ინფექციები იშვიათად გვხვდება ცალკე. ხშირად ასეც ხდება, რომ თუ ადამიანი დაინფიცირდა რაიმეთი, ერთდროულად რამდენიმე დაავადებას იძენს (ურეაპლაზმა, ტრიქომონადა და ა.შ.). გახსოვდეთ, რომ როდესაც დაავადება ქრონიკულ სტადიაში გადავა, მისი განკურნება მნიშვნელოვნად გართულდება.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას ექიმი-სპეციალისტის გვერდის ავლა შეუძლებელია. ამ დაავადებებისათვის სახლის პირობებში დამზადებული და ხალხური საშუალებები არ არსებობს! არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, არ გამოიყენოთ ფართოდ რეკლამირებული წამლები მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ამან შეიძლება მძიმე, ხშირად კი შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის ძირითადი პრინციპი – ინფექციების დროული დიაგნოსტიკა და სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი მათგანის ანალიზს დაავადება არ გამოუვლენია. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გავლა მაინც აუცილებელია, რადგან ის შეიძლება დაავადების უსიმპტომო მატარებელი იყოს.

 

 

 

ძირითადი დაავადებები – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ან ინფექციები:

  • სიფილისი;
  • გონორეა;
  • გენიტალური ჰერპესი;
  • პაპილომა-ვირუსული ინფექცია (გენიტალური მეჭეჭები);
  • კონდილომა;
  • ტრიქომონიაზი;
  • ქლამიდიოზი;
  • კანდიდოზი;
  • ბოქვენის პედიკულოზი;
  • მიკოპლაზმოზი;
  • აივ-ინფექცია, შიდსი..

უროგენიტალური ინფექციები ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ტკივილი და დისკომფორტი, რომელსაც ეს ინფექციები იწვევს. ძირითადი საშიშროება გართულებებშია, რომლებიც შეიძლება უშვილობისა და თვითნებური აბორტების მიზეზი გახდეს. ინფექციებმა, რომლებიც ბავშვს ინფიცირებული დედისგან გადაედება, შეიძლება მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარება გააუარესოს, გამოიწვიოს რიგი უკურნებელი დაავადებების განვითარება. სქესობრივი ინფექციების მკურნალობა ორივე პარტნიორში – მომსახურება, რომელსაც სწრაფად და ანონიმურად მიიღებთ “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში.

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO