პროსტატის ადენომა

 

 

პროსტატის ადენომა

 

 

დაავადება, რომლის დროს ხდება წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი ზრდა. დაავადება აღენიშნება მამაკაცთა ნახევარს 50 წლის შემდეგ, ხოლო 70 წლის შემდეგ – თითქმის 75%-ს. პროსტატის ადენომის განვითარება დაკავშირებულია ორგანიზმის ჰორმონალური ფონის დარღვევასთან, რაც თითქმის ყველა მამაკაცში გვხვდება 40 - 45 წლის შემდეგ (ე.წ. მამაკაცების კლიმაქსი, ან ანდროპაუზა).

 

 

 

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარების მიზეზები ჯერ სრულად არ არის დადგენილი. არ არის დადგენილი კავშირი პროსტატის ადენომის განვითარებასა და სქესობრივ აქტივობას, სექსუალურ ორიენტაციას, თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას, წარსულში სასქესო ორგანოების ანთებით და ვენერიულ დაავადებებს შორის.

 

 

როგორ ვლინდება წინამდებარე ჯირკვლის ადენომა?

 

 

დაავადება, ძირითადად, შარდსაწვეთი ფუნქციის დარღვევებით ვლინდება. ითვლება, რომ დაავადება ვლინდება იმ მომენტში, როდესაც მოშარდვა, განსაკუთრებით სავსე შარდის ბუშტის შემთხვევაში, სიამოვნებით აღარ ხდება. გარკვეული დროის შემდეგ შარდვა ხშირდება, ძნელდება და ინტენსიური ხდება. შარდის ნაკადი სუსტდება, ხოლო ერთ ჯერზე გამოყოფილი შარდის ოდენობა მცირდება. ავადმყოფი მოსაშარდად ღამის განმავლობაში 1-2-ჯერ დგება, რაც ადრე არასოდეს მომხდარა. დროთა განმავლობაში, თუ ადენომის მკურნალობა არ ტარდება, ავადმყოფებს უზიანდებათ თირკმელები, ვითარდება თირკმლის უკმარისობა, რაც ვლინდება თავის ტკივილით, წყურვილით, პირის სიმშრალით, სისუსტით, გაღიზიანებადობით. შარდის ბუშტი მუდმივად გადავსებულია, მოშარდვისას ნაკადი სუსტი, ან წვეთოვანია. ამასთან ერთად, ვითარდება შარდის შეკავება, ანუ სითხის წვეთ-წვეთად გამოყოფის პროცესი ავადმყოფის სურვილის წინააღმდეგ, ჯერ ღამით, შემდეგ კი როგორც ღამით, ისე დღისით. მკურნალობის გარეშე პროცესი მთავრდება შარდის გამოყოფის მწვავე შეკავებით. პროსტატის ადენომის კიდევ ერთი გართულება – ჰემატურია, შარდში სისხლის გაჩენა. წინამდებარე ჯირკვლის ადენომის გართულებად, ასევე, ითვლება შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება.

 

 

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის პროფილაქტიკა

 

 

სამწუხაროდ, დღეს, პროსტატის ადენომის პროფილაქტიკის შესახებ დადასტურებული მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, ადენომის პროფილაქტიკისათვის, 50 წლიდან ასაკის ყველა მამაკაცს ვურჩევთ, ჩვევად გაიხადოს წელიწადში ერთხელ უროლოგთან გამოკვლევების ჩატარება.

 

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO