ერექციული დისფუნქცია

 

 

რა არის “ერექციული დისფუნქცია”?

 

 

ერექციული დისფუნქცია (ანუ იმპოტენცია) – სასქესო ასოს ერექციის ისეთი ხარისხის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა, რომელიც საკმარისია დამაკმაყოფილებელი სქესობრივი ურთიერთობებისთვის. სტატისტიკის მიხედვით, სწრაფი, სუსტი ან არადროული ერექცია ყოველ მესამე მამაკაცს აქვს. ძირითადი ჩივილები, რომელთა გამო ჩვენს სპეციალისტებს მიმართავენ: ერექცია არ ხდება, სწრაფი და ნაადრევი ეაკულაცია, თვითნებური (ნაადრევი, ან პირიქით – გვიანი) ეაკულაცია, ერექციის არქონა.

 

 

ერექციის გაქრობისა და პოტენციის გაუარესების მიზეზები:

 


1.    ფსიქოლოგიური დარღვევები;
2.    ენდოკრინული დარღვევები;
3.    სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები;
4.    სასქესო ასოს ორგანული (ანატომიური) ცვლილებები;
5.    ნევროლოგიური დარღვევები.

ყველაზე ხშირად ალბათ ერექციის დარღვევის ფსიქოლოგიური ფორმა სახელდება, რომლის დროსაც ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას ხელს მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის ფსიქონევროლოგიური თავისებურებები უშლის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ერექტილური დისფუნქცია წარმოადგენს რამდენიმე მიზეზის ზემოქმედების შედეგს.


ერექციული დისფუნქციის ნიშნები:

1.    სირთულეები ერექციის მიღწევასა თუ შენარჩუნებაში, რაც სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობის ყოველ მეოთხე ჯერზე მაინც იჩენს თავს, ან რაც ერთ თვეზე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება;
2.    ერექციის მისაღწევად მეტი დროა საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივ, ან რთულდება გარკვეულ პოზიციებში;
3.    ერექცია სუსტდება ან ნაკლებად მყარია;
4.    ერექციის შენარჩუნებას შეგნებული ძალისხმევა სჭირდება;
5.    დილის ერექციების სიხშირე ან სიმყარე მცირდება;
6.    ეაკულაცია უფრო სწრაფად, ან არასრული ერექციის დროს ხდება.როგორ ტარდება ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) მკურნალობა?
ერექტილური დისფუნქცია შეიძლება იყოს ცხოვრებაში, სულსა და სხეულს შორის დისჰარმონიის შედეგი. ვიდრე იმპოტენციის მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავდნენ, აუცილებელია პრობლემის ზუსტი ხასიათის სრული დიაგნოსტიკა. იმპოტენციის ეფექტური დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესი იწყება წარსული და აწმყო სამედიცინო და ქირურგიული ჩარევების სრული ისტორიის შესწავლით. ასევე, აუცილებელია ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი. ამას თან სდევს დიაგნოსტიკური დასკვნა, რომელიც ეფუძნება ჰორმონალურ, ნევროლოგიურ და სისხლძარღვოვან ასპექტებს, რომლებიც სასქესო ასოს ფუნქციონირებას ეხება. გახსოვდეთ, რომ აფთიაქებში არსებული პოტენციის ასამაღლებელი საშუალებები ყოველთვის არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს! დიაგნოსტიკის დასრულებისთანავე, პოტენციის მკურნალობა ისე უნდა იქნას შერჩეული, რომ მისი დაწყება მაშინვე შესძლოთ და, რა თქმა უნდა, სრული კონფიდენციალურობის პირობების დაცვით. შედეგი (პოტენციის გამჯობესება, ზოგჯერ კი სრული აღდგენა) სახეზეა უროლოგთან პირველივე ვიზიტის შემდეგ.

 

 

რა სახით მოქმედებს ერექტილური დისფუნქცია ან დასუსტებული პოტენცია ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

 

 

პოტენციის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ან გაართულოს ფსიქოლოგიური პრობლემები: სუსტი მოტივაცია, შეუსაბამობის გრძნობა, საკუთარი ღირსების გრძნობის დაქვეითება და, საბოლოო ჯამში, დეპრესია. რომელი მამაკაცისთვის არის სასიამოვნო იმის გათვითცნობიერება, რომ პოტენციასთან პრობლემები აქვს? პირადი და ოჯახური ცხოვრება და, ასევე, საქმიანი ურთიერთობებიც კი, შეიძლება გაუარესდეს ასეთი არაკეთილსასურველი ზემოქმედებისა და დაძაბულობის გამო, რასაც ერექტილური დისფუნქცია და სუსტი პოტენცია იწვევს

 

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO