ნაადრევი ეაკულაცია

 

 

რა არის ნაადრევი ეაკულაცია?

 

 

 

თანამედროვე უროლოგიაში ნაადრევ ეაკულაციას უწოდებენ ეაკულაციას, რომელიც დგება სასურველ მომენტამდე - სასქესო ასოს საშოში შეყვანამდე, ან უშუალოდ შეყვანის შემდეგ, რაც ერთ-ერთი, ან ორივე პარტნიორის დაუკმაყოფილებლობას იწვევს. სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კრიტერიუმები დადგენილი არ არის, თუმცა, თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი დაუკაყოფილებლობის გრძნობას განიცდით, რომლის მიზეზია ნაადრევი ეაკულაცია ქალის ორგაზმის დადგომამდე – ე.ი. საქმე ნაადრევ ეაკულაციას ეხება. ასეთ შემთხვევებში არ ღირს მორიდება და ინტიმური ცხოვრების ყველა სიამოვნებაზე უარის თქმა.

 

ამჟამად ნაადრევ ეაკულაციაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცი ვერ აკონტროლებს საკუთარ ეაკულაციას. ნაადრევი ეაკულაციის უპირველესი მიზეზია სქესობრივი მოთხოვნილებების არათანაზომადობა თავშეკავების ხანგრძლივობასთან. მეორე მიზეზი, რომელიც შეიძლება პირველს დაემატოს, ფსიქოლოგიურია: შიში შესაძლო წარუმატებლობის გამო. ნაადრევი ეაკულაცია – მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა; ნაადრევი ეაკულაცია ძლიერი სქესის თითქმის 65% აღენიშნება. დღეს მისი მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში.

 

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზები

 

სასქესო ასოს თავის მომატებული მგრძნობიარობის და ნერვიულობისა და დაძაბულობის კომბინაცია, პირველ რიგში, სქესობრივ დისჰარმონიას იწვევს. ასეთი ნერვიულობა ხშირად  იწვევს სწრაფი ეაკულაციის და სქესობრივი პარტნიორის დაკმაყოფილების უუნარობის შიშის პროვოცირებას. ერთ ეპიზოდს ხშირად მეორე მოჰყვება და ა.შ., რაც თავისებურ “შეკრულ წრეს” ქმნის. ასეთ შემთხვევებში უნდა იცოდეთ, რომ მარტო თქვენ არ დგახართ მსგავსი პრობლემის წინაშე და რომ არსებობენ კვალიფიციური ექიმები, რომლებიც დაგეხმარებიან ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების დაბრუნებაში.

 

 

 

როგორია მკურნალობის მეთოდი?

 

 

პოტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული მკურნალობის საბოლოო მიზანია პაციენტისა და მისი სქესობრივი პარტნიორისათვის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შექმნა.
სუსტი პოტენციის წარმატებული მკურნალობა ყოველმხრივ სტრატეგიას მოითხოვს, რასაც მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს. “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკების ქსელში გამოიყენება საფეხურეობრივი მიდგომა და წარმატებით იკურნება როგორც გვიანი, ისე ნაადრევი ეაკულაცია. დაავადების ძირითადი მიზეზი სწორად უნდა იქნას დიაგნოზირებული, ვიდრე მკურნალი ექიმი მკურნალობის ინდივიდუალურ პროგრამას შეიმუშავებს.

 

“ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის შემდეგ თქვენ შესძლებთ სქესობრივი აქტის გახანგრძლივებას თქვენი სურვილისამებრ. მკურნალობის შემდეგ თქვენ შესძლებთ, თავად მართოთ ეაკულაცია ექიმთან დამატებითი ვიზიტების გარეშე.

 

 

 

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO