ბოტოქსის ინექცია

თანამედროვე მედიცინა გაახალგაზრდავების უამრავ ინოვაციურ საშუალებას გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, ბოტოქსი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად რჩება.

ბოტოქსის ინექცია, ძირითადად, სამი მიზნით გამოიყენება:

  • კუნთების სპაზმის კონტროლისთვის;
  • ჭარბი ოფლიანობის წინააღმდეგ;
  • კოსმეტიკური პროცედურებისთვის;

კლინიკაში ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია’’ ბოტოქსის ინექცია ანალური ნაპრალის სამკურნალოდაც გამოიყენება.

პროცედურის დროს  ბოტულოტოქსინის (ბოტულიზმის ტოქსინის)  კანში შეყვანა ხდება ინიექციური გზით. ეს ტოქსინი  ნერვულ და კუნთურ სისტემაზე მოქმედებს და  სახის კუნთების მოდუნებას იწვევს. შედეგად კუნთი აქტიურად ვეღარ იკუმშება, რაც მიმიკური ნაოჭების კორექციას უწყობს ხელს და ახალი ნაოჭების წარმოქმნას აბრკოლებს.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ ბოტოქსი გესაჭიროებათ?

ბოტოქსის პროცედურა არაა რეკომენდირებული თუ:

  • ხართ ალეგიული რომელიმე კოსმეტიკური საშუალებების მიერ (ამ საკითხზე წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან);
  • გაქვთ სუნთქვის პრობლემები (მაგალითად, ასთმა);
  • გაქვთ ყლაპვის პრობლემა;
  • გეგმავთ ოპერაციას უახლოეს მომავალში;
  • უკვე გაქვს გაკეთებული სახის რაიმე ქირურგიული ჩარევა;
  • იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით გარკვეული სახის მედიკამენტებს, ვიტამინებს ან რაიმე დანამატებს;
  • თუ აპირებთ დაორსულებას ან მეძუძური დედა ხართ.

 

როგორ მუშაობს ბოტოქსი?

ის კანის შემავსებელია. ბოტოქსი ბლოკავს ნერვულ იმკულსებს, რომბლების კუნთების შეკუმშვას იწვევენ და აჩენენ ნაოჭებს.

ბოტოქსის პროცედურის დროს ტკივილი მინიმალურია. ასე რომ, იგი ანესთეზიას არ საჭიროებს.

რამდენ ხანს ნარჩუნდება ეფექტი?

ბოტოქსის ეფექტის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და საშუალოდ 3-4 თვის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა რამდენიმე გარემო ფაქტორს ამ დროის შემცირება ან გახანგრძლივება შეუძლია:

  • ასაკი - ახალგაზრდა ადამიანებზე ბოტოქსი უფრო ხანგრძლივად მოქმედებს;
  • მწეველობა;
  • რაიმე სპეციალური დიეტა;
  • სახის სტრუქტურა და კუნთები;
  • კანის მოვლის საშუალებები;
  • მზის სხივები;

მნიშვნელოვანია რომ პროცედურა გამოცდილი სპეციალისტის მიერ გაკეთდეს, რათა სახის ნაკვთებმა ბუნებრიობა არ დაკარგოს. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO