პლაზმოლიფტინგი თმის ცვენის შესაჩერებლად

დღეს თმის ცვენის პრობლემა ქალებშიც ისეთივე აქტუალურია, როგორც მამაკაცებში. ანდროგენული ალოპეცია - გამელოტების დასაწყისია, რომლისთვისაც მამაკაცების 65%-ია განწირული. 50 წლის ზევით ქალების 25% კი თმის შეთხელებას მაინც განიცდის. დაავადების მიზეზი მამაკაცური სასქესო ჰორმონები-ანდროგენებია. დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე. ქალებში, ძირითადად, თმის გაყოფის ადგილი ფართოვდება. პრობლემა მეტად შესამჩნევია მენოპაუზის შემდეგ.

 თმის ცვენის მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს. ექიმები ამ პრობლემის მოგვარების ინოვაციურ მეთოდებს გვთავაზობენ. პლაზმოლიფტინგი ერთ-ერთი ასეთი პროცედურაა, რომელიც თმის ცვენის სამკურნალოდ უკვე აპრობირებული მეთოდია.

პლაზმოთერაპია ესთეტიკურ მედიცინაში საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. თერაპია მიზნად ისახავს თმის ზრდის ფაზაში გადაყვანას და ამ ფაზაში ყოფნის გახანგრძლივებას. თრომბოციტების სტიმულირებით იწყება ჰემოსტაზის, ფიბრინის კოლტის ფორმირება, იმუნურის სისტემის რეგულირება და ანთებითი რეაქციების კონტროლი. პლაზმით გამდიდრებული ფოლეკულები უჯრედების დიფერენციაციას ახდენს. თრომბოციტებში მეტია ელემენტები, რომლებიც რეგენერაციის პროცესს ასტიმულირებენ.

პლაზმოლიფტინგის საშუალებით თმის ცვენის სხვადასხვა დაავადებას შეგიძლიათ უმკურნალოთ. პროცედურა, აგრეთვე:

  • აჩერებს თმის ცვენის პროცესს;
  • აუმჯობესებს თმის ხარისხს (მატებს ბზინვარებას და ელასტიურობას);
  • ხდის თმას უფრო ინტენსიურს;

ეფექტურია თმის ბუდობრივი, დიფუზური და ანდროგენული ცვენის დროს.

პლაზმოლიფტინგის საშუალებით თმის ფოლეკულების სისხლით მომარაგება უმჯობესდება და თმის კვება უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს.

პროცედურა არ საჭიროებს რეაბილიტაციის პროცესს და არც ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, სასურველია, ჩაიტაროთ სრული კურსი, რომელიც 3-5 პროცედურას მოიცავს.

პროცედურის ჩატარება მიზანშეწონილი არაა:

  • ორსულობის დროს;
  • ლაქტაციის პერიოდში;
  • მწვავე ცხელებითი დაავადებების დროს;
  • ჰემოფილიისას (სისხლდენისადმი მიდრეკილება);
  • ნეფროპათია (დიაბეტის მძიმე ფორმა).

პლაზმოლიფტინგის პროცედურას ალერგიული რეაქციები არ ახლავს. არაა მოსალოდნელი ინფექციური გართულებები.

პროცედურამდე, სასურველია, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან.

კონსულტაცია ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ უფასოა. ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

 

 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO