ტუჩის გადიდება

რა უნდა იცოდეთ, სანამ ტუჩებს გაიდიდებთ

სავსე, ფუმფულა ტუჩებმაც კი შეიძლება წლების განმავლობაში ფორმა იცვალონ და შედარებით გათხელდნენ. ასეთი რამ მხოლოდ შუა ასაკში არ ხდება. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა გოგონა იკეთებს ტუჩების გადიდების პროცედურას. პროცედურის გაკეთებამდე კოსმეტოლოგ-დერმატოლოგის რჩევა აუცილებელია.

მოძებნეთ კარგი სპეციალისტი

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ექიმს აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერთიფიკატები და სიგელები. მთავარია რომ კოსმეტოლოგს ენდობოდეთ.  ამიტომ, სანამ პროცედურაზე ჩაეწერებით, წინასწარ გაიარეთ მასთან კონსულტაცია და დეტალები განიხილეთ.

კარგად აუხსენით თქვენი მოთხოვნები

ექიმმა აუცილებლად ზუსტად უნდა იცოდეთ, რას ელით ამ პროცედურისგან. შესაძლებელია თქვენს სახეს რომელიმე ცნობილი კინოვარსკვლავის ტუჩები არც მოუხდეს. ტუჩის შესაფერისი ფორმა და ზომა სახის პარამეტრების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. პროცედურის შემდეგ ტუჩები ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

წინასწარ შეაფასეთ უკუჩვენებები

დარწმუნდით რომ არ გაქვთ კანის ანთება, დიაბეტი, ალერგია. ინექციის გაკეთება არაა რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში, თინეიჯერობის ასაკში და მენსტრუაციის პირველ დღეებში. ამ და სხვა საკითხებზე წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია კოსმეტოლოგთან.

პროცედურის შემდეგ ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება

თავი შეიკავეთ ცხელი სასმელების, ალკოჰოლის და ზოგიერთი მედიკამენტისგან. პროცედურიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეიძლება ცხელი აბაზანა, საუნა, სოლარიუმი, ინტენსიური ვარჯიში ან ვნებიანი კოცნა.

ამ საკითხზე ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას’’ კოსმეტოლოგ, ქალბატონ თამუნა ნოზაძეს გავესაუბრეთ:

-   რამდენად პოპულარულია ტუჩის გადიდების პროცედურა ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში?’’

-  ტუჩების ფილერები გადიდება საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა ჩვენს კლინიკაში. ძირითადად, 30 წლის ზემოთ ქალბატონები იტარებენ ამ პროცედურას. 20 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ტუჩების გადიდების პროცედურა რეკომენდირებული არაა.

-   რამდენ ხანს ნარჩუნდება შედეგი?

-  შედეგი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ეფექტი მომენტალურია. პროცედურა  უახლესი და მაღალხარისხიანი პრეპარატებით კეთდება. ვცდილობთ, ტუჩების გადიდებასთან ერთად პაციენტს ბუნებრიობა და ინდივიდუალურობა შევუნარჩუნოთ.

,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კოსმეტოლოგთან კონსულტაცია უფასოა.  ვიზიტისთვის ჩაეწერეთ წინასწარ. 

პარტნიორები
© Oxford Medical Private Clinics 2014. All Rights Reserved. Created by SOLOSTUDIO